„რესპუბლიკელმა“ სენატორმა, აშშ-ის სენატის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ლინდსი გრემმა აშშ-ის პრეზიდენტის მოწოდება ბარაკ ობამას ჩვენების მისაცემად გამოძახებასთან დაკავშირებით, არ მოიწონა.
„ვფიქრობ, ყოფილი პრეზიდენტის იძულება კონგრესის წინაშე ჩვენების მისაცემად ცუდი პრეცედენტი იქნება. ეს ცუდი იდეაა უამრავი მიზეზის გამო“, - განაცხადა ლინდსი გრემმა.
14 მაისს, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას წინააღმდეგ მწვავე კრიტიკით გამოვიდა და „რესპუბლიკელ“ კანონმდებლებს მოუწოდა, ბარაკ ობამა ჩვენების მისაცემად გამოიძახონ.
„სენატორი ან კონგრესმენი რომ ვიყო, პირველი ადამიანი, ვისაც ჩვენების მისაცემად გამოვიძახებდი აშშ-ის ისტორიაში ყველაზე დიდ პოლიტიკურ დანაშაულსა და სკანდალთან დაკავშირებით, ბარაკ ობამა იქნებოდა. მან ყველაფერი იცოდა“, - დაწერა დონალდ ტრამპმა Twitter-ზე.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, სენატის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ლინდსი გრემმა ბარაკ ობამა უნდა გამოიძახოს.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.