USD 2.7056
EUR 3.1223
RUB 3.4355
Tbilisi
ლილოს დასახლებაში 2026 წელს ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნებ
Date:  65
ლილოს დასახლებაში 2026 წელს ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნება. მშენებლობის ბოლო ეტაპს თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილე კახა აბულაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.
 
„ლილოს დასახლებაში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული პროექტის განხორციელება, რადგან ამ დასახლებაში საბავშო ბაღის დიდი საჭიროება არსებობდა. სამუშაოები რამდენიმე თვეში მთლიანად დასრულდება, როგორც შიდა, ასევე გარე პერიმეტრზე - ეზო მთლიანად მოწესრიგდება. ძალიან მიხარია, რომ ყველა დეტალს განსაკუთრებული მნიშვნელობა ექცევა და კიდევ ერთი ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაღი გვექნება.
 
პროექტის განხორციელების დროს გარკვეული პრობლემები გვქონდა. კომპანია, რომელიც დღეს სამუშაოებს ატარებს, ეს უკვე მეოთხე კომპანიაა. მანამდე არსებული კომპანიები ნაკისრ ვალდებულებებს ვერ ასრულებდნენ და მათი გაშვება მოგვიწია“, - აღნიშნა კახა კალაძემ
 
მშენებლობის ძირითადი ეტაპი დასრულებულია. ამ დროისთვის შენობის აღჭურვა, კეთილმოწყობა და გარე პერიმეტრის მოწესრიგება მიმდინარეობს.
 
ბაგა-ბაღი 12-ჯგუფიანი იქნება და 400-მდე აღსაზრდელს მოემსახურება, ხოლო დასაქმდება 100-მდე ადამიანი. შენობა აღჭურვილი იქნება ბავშვთა უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად. ბაღის ეზოში მოეწყობა სათამაშო მოედნები ატრაქციონებითა და საპარკო ინვენტარით.
 
დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი გურამ ოქროპირიძე, სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე და თბილისის საკრებულოს დეპუტატი მამუკა ხაბარელი იმყოფებოდნენ.
World
აშშ-მა ვენესუელური Cartel de los Soles-ი უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა

აშშ-მა ვენესუელური Cartel de los Soles-ი უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა, - ინფორმაციას The Hill-ი აშშ-ის ფედერალურ რეესტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ვენესუელის პრეზიდენტთან, ნიკოლას მადუროსთან დაკავშირებული Cartel de los Soles-ისთვის უცხოური ტერორისტული ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა.

გამოცემის ცნობით, Cartel de los Soles-ის უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადება დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ მოქმედებისთვის დამატებით შესაძლებლობას ანიჭებს.

„გადაწყვეტილება თეთრ სახლს უფრო ფართო უფლებამოსილებას მისცემს, რათა სანქციები დააწესოს და მადუროს აქტივებზე ზეწოლა განახორციელოს“, - წერს გამოცემა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ივან გილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „მიზანი ვენესუელის წინააღმდეგ უკანონო ინტერვენციაა“.

„ვენესუელა კატეგორიულად უარყოფს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს ახალ და აბსურდულ გამოგონებას. ამ ნაბიჯის მიზანი ვენესუელის წინააღმდეგ უკანონო ინტერვენციის გამართლებაა, აშშ-ის კლასიკური რეჟიმის შეცვლის ფორმატით. ამ მანევრსაც იგივე ელის, რაც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელებულ ყველა აგრესიას: წარუმატებლობა“, - აღნიშნა ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

See all
Survey
By the way