USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Тбилиси
„ლილოს“ ბაზრობაზე ხანძარი ლიკვიდირებულია
дата:  380

"ლილო მოლში" ხანძარი და ძლიერი დაკვამლიანება შეიმჩნეოდა. ეს ფაქტი დირექტორმა გიორგი კვარაცხელიამაც დაუდასტურა.

"ჯერ არაფერი ვიცით, არც გაჩენის მიზეზზე და არც მასშტაბზე. ვაქრობთ", - თქვა კვარაცხელიამ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი მაღაზიებში გაჩნდა ადგილზე მობილიზებულები იყვნენ მეხანძრე-მაშველები და მიმდინარეობდა ხანძრის ქრობის სამუშაოები.

 

ამ წუთის ინფორმაციით, „ლილოს“ ბაზრობაზე, სადაც რამდენიმე მაღაზია იწვოდა, ხანძარი ლიკვიდირებულია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

мир
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати