USD 2.7290
EUR 3.1261
RUB 3.3817
Tbilisi
„ლილო მოლის“ წმინდა მოგებამ 2019 წელს 21,1 მლნ ლარი შეადგინა
Date:  2510

ყველა მოვაჭრე ცდილობს, ბიზნესი შეინარჩუნოს - აცხადებს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო ცენტრის, „ლილო მოლის“ დირექტორი გიორგი კვარაცხელია და დასძენს, რომ გაჭირვებით, მაგრამ მაინც მუშაობენ. ეს პანდემიის პერიოდში, მანამდე კი „ლილო-მოლის“ შემოსავალი და შესაბამისად, მოგებაც ყოველწლიურად იზრდებოდა. ამაზე მიუთითებს კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშებიც.

ცნობისათვის, „ლილო მოლი“ მე-2 კატეგორიაშია, რაც ნიშნავს, რომ თითოეულის აქტივების ჯამური ღირებულება - 10 მილიონი ლარიდან 50 მილიონ ლარამდე; შემოსავალი - 20 მილიონი ლარიდან 100 მილიონ ლარამდე; დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა კი 50-დან 250 ადამიანამდე არის.

როგორც კომპანიის 2019 წლის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებიდან ირკვევა, შარშან „ლილო მოლის“ შემოსავალმა 37 684 172 ლარი შეადგინა, ეს კი თითქმის 3 მლნ ლარით მეტია 2018 წლის მაჩვენებელთან შედარებით. 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობის, „ლილო მოლის“ შემოსავალი 34 965 973 ლარი იყო. რაც შეეხება მოგებას, კომპანიის წლიური წმინდა მოგება 2019 წელს - 21 128 795 ლარი; ხოლო 2018 წელს - 19 357 822 ლარი იყო.

 

2019 წელს ყველაზე დიდი შემოსავალი „ლილო-მოლმა“ საიჯარო გადასახადიდან მიიღო - 29 495 282 ლარი; კომუნალური მომსახურების რეალიზაციიდან მიღებულმა შემოსავალმა - 1 023 575 ლარი შეადგინა; შლაგბაუმიდან შემოსავალმა - 3,205,645 ლარი, საწყობიდან შემოსავალმა - 2 518 129 ლარი და ა.შ.

ამასთან, როგორც ანგარიშგებიდან ირკვევა, 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, „ლილო მოლის“ აქტივები შეადგენდა 31 850 501 ლარს, კაპიტალი 26,160,682 ლარს.

აღსანიშნავია, რომ ანგარიშგება მოიცავს „ლილო მოლის“ შვილობილი კომპანიების („ლილო კაპიტალი“, „ლილო ტვ“, „ლილო ჩარტერი“, „ლილო პროდაქტ სერვისი“) მაჩვენებლებსაც.

ცნობისთვის, შპს „ელსავაკო“ 1995 წლის 21 დეკემბერს დარეგისტრირდა. 2011 წლის მაისში კი შეიცვალა სახელწოდება და გახდა შპს „ლილო მოლი“. 2008 წლის დეკემბერში კომპანიამ მოადინა შერწყმა შპს „სეტ-ლი“, ხოლო 2014 წლის 2 მარტს - შპს „გიდარა“. 2019 წლის 31 დეკემბერს დასრულებული წლისათვის კომპანიაში დასაქმებულთა რიცხვმა - 408 ადამიანი შეადგინა.

რაც შეეხება მფლობელებს, შპს „ლილო მოლის“ 1%-1%-იან წილებს ფლობენ მარიკა გავაშელი და ბაჩო კაპანაძე; 8.525%-იან წილს - კონსტანტინე კაპანაძე; 2.285%-იან წილს - დავით გავაშელი; 2%-იანი წილს დავითი გაგუა ფლობენ. კომპანიის 14.285%-14.285%-იან წილებს ფლობენ გია ანდღულაძე და იოსებ საყვარელიძეს, 0.5% -ს - ილია ბადრიაშვილი ფლობს; 11.285%-ს გიორგი გაგუა; 11%-ს - თენგიზ გავაშელი; 13.285%-ს - ვაჟა უსანეთაშვილი; 13.790%-ს - ილია შონია და 4.760%-ს - დავით კაპანაძე.

მომზადებულია https://www.bpn.ge/ მასალების მიხედვით

World
თეირანი აცხადებს, რომ გემებს შეუძლიათ ჰორმუზის სრუტის გამოყენება, თუ ირანის საზღვაო ფლოტთან კოორდინაციას მოახდენენ

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ რამდენიმე გემს კვლავ შეუძლია ჰორმუზის სრუტის გავლა, იმ პირობით, რომ ისინი ირანის საზღვაო ფლოტთან კოორდინაციას მოახდენენ.

კერძოდ, ირანული საინფორმაციო სააგენტო „მეჰრის“ მიერ გავრცელებულ კომენტარში ისმაილ ბაგაიმ აღნიშნა, რომ

ზოგიერთ გემს კვლავ შეუძლია მისი გამოყენება, თუ ირანის სამხედროებს მათი განზრახვების შესახებ ეცოდინებათ.

„მიმდინარე მოვლენების შემდეგ, ზოგადად, ჩვენ არ შეგვიძლია 28 თებერვლამდე არსებულ მდგომარეობას დავუბრუნდეთ... რადგან ჩვენ მივხვდით, რამდენად მნიშვნელოვანია ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოება და ასევე გაიგეს სხვებმაც“, - აღნიშნა მან.

როგორც დასავლური მედია წერს, ირანმა ადრე განაცხადა, რომ თავს დაესხმებოდა ან დაწვავდა ნებისმიერ გემს, რომელიც სრუტის გამოყენებას შეეცდებოდა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way