USD 2.7321
EUR 3.1162
RUB 3.4675
Tbilisi
ლილო მოლის გენერალური დირექტორი გიორგი კვალაცხელია - ,,ზარალი იმდენად დიდია, რომ ამის დათვლა შეუძლებელი იქნება"
Date:  1120

მისივე თქმით მთავრობასთან შეხვედრის შემდეგ, აღარ დარჩათ კითხვები - ხომ არ გადაიწევს ბაზრობების გახსნის თარიღი კიდევ.

,,ეს შეხვედრა იყო უდავოდ პოზიტიური. ვიხსნებით პირველი თებერვლიდან. არსებულ რეგულაციებს ერთადერთი ნორმა, პერიოდული ტესტირება დაემატა. ჩვენი თანამშრომლების 20/20 პროცენტი გაიტესტება ორ კვირაში ერთხელ. შერჩეული იქნებიან თანამშრომლები სხვადასხვა ადგილებიდან ისე, რომ სურათი დანახვა შევძლოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ეპიდ-სიტუაციის კონტროლის კუთხით. სხვა ყველა რეგულაცია რჩება, რომლითაც დახურვამდე ვმუშაობდით, ძალაში რჩება. 

მუშაობის განახლების უფლება რომ არ მოგვეცემოდა 16-ი იანვრიდან, რამდენიმე დღის წინ გავიგეთ და დღეს შედგა პირველი საქმიანი კომუნიკაცია, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება“

„ამ ეტაპზე, კომუნიკაციის პრობლემა სამთავრობო უწყებებთან არ გვაქვს. ყოველთვის წინასწარ ვგრძნობთ, როგორ გადაწყდება ესა თუ ის საკითხი. ამის მიხვედრაში ჩვენი 30 წლიანი გამოცდილება და ბევრი, გადავლილი ქარტეხილი გვეხმარება. გუშინდელ შეხვედრაზე ცალსახად ითქვა, რომ 1-ლი თებერვლის მერე ეს თარიღი არ გადაიწევს. გავიხსნებით რეგულაციებით და ვამატებთ პერიოდულ ტესტირებას. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პირველი თებერვლიდან ღირსეულად გავიხსნათ და გავაგრძელოთ ფუნქციონირება.

არ მსურს დეტალებში ჩასვლა, თუ რამდენი იზარალა კონკრეტულად კომპანიამ. აქ საუბარი არ არის მხოლოდ ,,ლილო მოლზე“ საუბარია 4 000-ამდე მეწარმეზე. ზარალი იმდენად დიდია, რომ ამის დათვლა იქნება შეუძლებელი. თუმცა მჯერა, რომ ერთად დგომით ამასაც გადავიტანთ. ჩვენთან საიჯარო გადასახადზე 70%-იანი შეღავათი გაკეთდა და დარჩენილი თანხის გადავადებებშიც დავეხმარეთ.“-ამბობს კვარაცხელია და იმ შეღავათებზეც საუბრობს, რომელიც მთავრობისგან მიიღეს.

,,შეღავათები რაც გაკეთდა იყო ძალიან მნიშვნელოვანი და გათვალისწინებულ იქნა ჩვენი მოთხოვნები. აქ საუბარია დღგ-ს ნაწილში დაბეგვრის ბაზად მიჩნევას შემოსავლიდან. იცით, რომ ჩვენ ამ პერიოდში შემოსავლის პრობლემა გვაქვს და აქამდე რა წესიც მოქმედებდა იმით არ ჰქონდა მნიშვნელობა იბეგრებოდი თუ არა. ახლა ეს შეიცვალა და დაბეგვრა ხდება მიღებული შემოსავლიდან, რაც ამ გაჭირვების პერიოდში საკმაოდ მნიშვნელოვანია. ერთადერთი რასაც ჩვენ კიდევ ვითხოვთ, ქონების გადასახადის კიდევ ერთხელ 2021 წლის ბოლომდე გადავადებაა“-თქვა, კვარაცხელიამ ,,საქმეში“.

tbilisi
სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე, მესამე ჩიხში გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება
გლდანის რაიონის გამგეობა სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე, მესამე ჩიხში გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.
 
ღნიშნულ მისამართზე არსებული ძველი კედელი ფრაგმენტულად ჩამოიშალა, რამაც სავალი ნაწილის დაზიანებაც გამოიწვია. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, განხორციელდა დაზიანებული გრუნტის დამჭერი კედლის დემონტაჟი და ახლის მშენებლობა დაიწყო. მშენებარე კედლის სიგრძე 15 მეტრია, სამუშაოებისთვის კი გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 68 000 ლარი დაიხარჯება.
 
მიმდინარე სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე გაეცნო.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way