USD 2.6908
EUR 3.2088
RUB 3.5562
Тбилиси
„ლილო მოლის“ დირექტორი გიორგი კვარაცხელია - ასე გაგრძელება არ შეიძლება
дата:  991

დღეს მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები ბაზრობების მფლობელებს შეხვდნენ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ირაკლი ნადარეიშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს 1-ელი თებერვლიდან ბიზნესსექტორების გახსნაზე.
 
„ამ ფარგლებში შედგა მორიგი სამუშაო შეხვედრა სავაჭრო სექტორთან, სადაც განვიხილეთ ის პირობები, თუ რისი დაკმაყოფილება მოუწევს სექტორს იმისთვის, რომ შეუფერხებლად მოხდეს მათი ფუნქციონირების, საქმიანობის განახლება 1-ელი თებერვლიდან. მათ შორის, ეს მოიცავს როგორც წინა პერიოდში შემუშავებულ და განხორციელებულ რეგულაციებს, ასევე განიხილება კომპანიების თანამშრომლების რეგულარული გატესტვა, რომელიც იქნება ერთ-ერთი პირობა იმისა, რომ ბიზნესმა უწყვეტ რეჟიმში გააგრძელოს მუშაობა“, - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

შეხვედრას „ლილო მოლის“ გენერალური დირექტორი გიორგი კვარაცხელიაც ესწრებოდა. როგორც მან განაცხადა, კოვიდვითარებიდან გამომდინარე შექმნილ სიტუაციას გაგებით ეკიდებიან, მაგრამ „ასე გაგრძელება არ შეიძლება“.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ „ლილო მოლის“ ადმინისტრაციამ ბაზრობაზე მოვაჭრეებს sms-შეტყობინებები გაუგზავნა, რომლითაც აფრთხილებდნენ, რომ 18 იანვრიდან „ლილო მოლი“ წესების დაცვით გაიხსნებოდა და შაბათ-კვირის გარდა იმუშავებდა, მაგრამ როგორც გუშინ გახდა ცნობილი, ე.წ. წერტილოვანი შეზღუდვები 1 თებერვლამდე გახანგრძლივდა.

„ჩვენ იმ ინფორმაციით ვხელმძღვანელობდით, რომელიც გვქონდა, ამიტომ გავაფრთხილეთ დასაქმებულები“, - თქვა კვარაცხელიამ.

„ლილო მოლის“ გენერალური დირექტორი ირწმუნება, რომ შეზღუდვებიდან გამომდინარე, მეიჯარეებს მაქსიმალურ შეღავათებს უწევენ.

წინასაახალწლოდ, “ლილო მოლმა“ 26 და 27 დეკემბერს მუშაობის უფლება ითხოვა, მაგრამ მთავრობისგან თანხმობა ვერ მიიღო.

мир
ტრამპი: ირანისკენ კიდევ ერთი მშვენიერი არმადა მიემართება

ირანისკენ კიდევ ერთი მშვენიერი არმადა მიემართება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აიოვას შტატში, მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ივნისში, ირანის ბირთვული პოტენციალი გავანადგურეთ. ამას ხალხი 22 წელი ელოდა. მათ ბირთვულ იარაღამდე დაახლოებით ერთი თვე აშორებდათ. ეს უნდა გაგვეკეთებინა“, - განაცხადა ტრამპმა.

დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ ირანი აშშ-სთან შეთანხმებას გააფორმებს.

„ახლა ირანისკენ კიდევ ერთი მშვენიერი არმადა მიემართება. დიდი იმედი მაქვს, რომ შეთანხმებას გააფორმებენ. შეთანხმება პირველივე ჯერზე უნდა გაეფორმებინათ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, ავიამზიდ „აბრაამ ლინკოლნის“ დამრტყმელი ჯგუფი ახლო აღმოსავლეთში ორშაბათს ჩავიდა. აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ დამრტყმელი ჯგუფი სამხედრო მზადყოფნის შემოწმების მიზნით წვრთნებს ჩაატარებს.

ინფორმაციისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანმა აშშ-სთან ახალი ბირთვული შეთანხმება უნდა დადოს, რომლის ფარგლებშიც თეირანი ურანის გამდიდრებას ვეღარ შეძლებს. 2025 წლის გაზაფხულზე აშშ-ის პრეზიდენტმა ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის წერილი გაუგზავნა და მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა. წერილის თანახმად, დონალდ ტრამპმა ირანს ორი თვე მისცა, რათა ბირთვული პროგრამა შეეჩერებინა. 2025 წლის აპრილში, ომანში აშშ-ისა და ირანის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო, რომელიც ივნისამდე გაგრძელდა. ირანმა ბირთვული პროგრამის შეჩერების შესახებ აშშ-ის მოთხოვნას მიუღებელი უწოდა და განაცხადა, რომ აშშ-ს ახალ წინადადებას წარუდგენდა. გასული წლის 13 ივნისს ისრაელმა ირანში რამდენიმე სამხედრო ობიექტს დაარტყა, ხოლო ისრაელის იერიშების დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ, აშშ-მა ირანში ბირთვული ობიექტები დაბომბა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати