დღეს მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები ბაზრობების მფლობელებს შეხვდნენ.
შეხვედრას „ლილო მოლის“ გენერალური დირექტორი გიორგი კვარაცხელიაც ესწრებოდა. როგორც მან განაცხადა, კოვიდვითარებიდან გამომდინარე შექმნილ სიტუაციას გაგებით ეკიდებიან, მაგრამ „ასე გაგრძელება არ შეიძლება“.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ „ლილო მოლის“ ადმინისტრაციამ ბაზრობაზე მოვაჭრეებს sms-შეტყობინებები გაუგზავნა, რომლითაც აფრთხილებდნენ, რომ 18 იანვრიდან „ლილო მოლი“ წესების დაცვით გაიხსნებოდა და შაბათ-კვირის გარდა იმუშავებდა, მაგრამ როგორც გუშინ გახდა ცნობილი, ე.წ. წერტილოვანი შეზღუდვები 1 თებერვლამდე გახანგრძლივდა.
„ჩვენ იმ ინფორმაციით ვხელმძღვანელობდით, რომელიც გვქონდა, ამიტომ გავაფრთხილეთ დასაქმებულები“, - თქვა კვარაცხელიამ.
„ლილო მოლის“ გენერალური დირექტორი ირწმუნება, რომ შეზღუდვებიდან გამომდინარე, მეიჯარეებს მაქსიმალურ შეღავათებს უწევენ.
წინასაახალწლოდ, “ლილო მოლმა“ 26 და 27 დეკემბერს მუშაობის უფლება ითხოვა, მაგრამ მთავრობისგან თანხმობა ვერ მიიღო.
უკრაინას იმაზე უფრო ძლიერი კოზირები აქვს, ვიდრე დონალდ ტრამპს ეგონა, - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. როგორც რადოსლავ სიკორსკიმ აღნიშნა, უკრაინა რუსეთის სიღრმეში წარმატებულ დარტყმებს ახორციელებს, ტრამპს კი გამარჯვებულები მოსწონს.
„უკრაინა საკუთარი დრონებითა და რაკეტებით დარტყმებს რუსეთის სიღრმეში ახორციელებს. ამიტომ, არ გამიკვირდება, თუ არც ისე დიდი ხნის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკი მისი საყვარელი პოლიტიკოსი გახდება“, - განაცხადა სიკორსკიმ