USD 2.6359
EUR 3.0128
RUB 3.4331
Tbilisi
«Blick» (შვეიცარია): „ყოფილი საფეხბურთო თავდამსხმელი, ახლა კი ულტრამემარჯვენე: მიხეილ ყაველაშვილი, რომელიც შვეიცარიის კლუბებში თამაშობდა, საქართველოს პრეზიდენტად დანიშნეს“
Date:  610

შვეიცარიის გერმანულენოვანი გაზეთის „ბლიქის“ (Blick – „ხედვა“) 15 დეკემბერის საკვირაო ნომერში დაბეჭდილია სტატია სათაურით „ყოფილი საფეხბურთო თავდამსხმელი, ახლა კი ულტრამემარჯვენე: მიხეილ ყაველაშვილი, რომელიც შვეიცარიის კლუბებში  „გრასჰოპერში“, „ბაზელში“ და „ციურიხში“ თამაშობდა, საქართველოს პრეზიდენტად დანიშნეს“ (ავტორები - მარკო მადერი და ნატალი ცუმკელერი).

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

1997 წელს მიხეილ ყაველაშვილი ბრიტანული „მანჩესტერიდან“ შვეიცარიულ „გრასჰოპერში“ გადმოვიდა. „ქართველი მოვიდა“, - ასეთი სათაურით გამოქვეყნდა ჩვენს გაზეთში იმ დროს ფეხბურთელთან ინტერვიუ. ცოტა მოგვიანებით მეორე პუბლიკაცია და პირველი აჟიოტაჟურ-სკანდალური ფაქტი ახალმოსულის ირგვლივ: „არა ალკოჰოლს!“.

რა მოხდა თვითმფრინავში?

საქმე იმაშია, რომ მსოფლიოს შესარჩევ მატჩში საქართველო პოლონეთთან დამარცხდა (1:4), ფორვარდმა კი არასაკმარისად ითამაშა. „და შინ დაბრუნების დროს თვითმფრინავში ალკოჰოლიც დიდი რაოდენობით გამოიყენეს“, - ამბობდა ნოდარ ანდრიაძე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მაშინდელი ვიცე-პრეზიდენტი. სკანდალური ფაქტის შედეგი: მიხეილ ყაველაშვილი და კიდევ სამი ფეხბურთელი გაირიცხნენ საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან.

მომხდარი ფაქტიდან 27 წელი გავიდა. იმ პერიოდში თუ გადავიხედავთ, შევამჩნევთ, რომ მიხეილ ყაველაშვილი ეროვნულ ნაკრებში თამაშს მაინც აგრძელებდა. „ჩვენ მხოლოდ რამდენიმე კათხა ლუდი დავლიეთ - იმიტომ, რომ ეს სეზონის ბოლო მატჩი იყო საზაფხულო არდადეგებამდე“, - განაცხადა სპორტსმენმა. თავისი მშობლიური ქვეყნის სახელით იგი 46-ჯერ გამოვიდა, საკლუბო დონეზე კი იზეიმა შვეიცარიის ჩემპიონის ტიტული „გრასჰოპერსის“ შემადგენლობაში 1998 წელს, ხოლო 2000 წელს კი - „ციურიხის“ შემადგენლობაში - შვეიცარიის თასის მფლობელი. მიხეილ ყაველაშვილმა შვეიცარიაში თითქმის 13 წელი გაატარა, თუ არ ჩავთვლით „მაჩესტერში“ მცირე ხნით დაბრუნებას და რუსეთში ექვსთვიან თამაშს.

საპარლამენტო არჩევნები - „გაყალბებულია!?“

დღეს მიხეილ ყაველაშვილი 53 წლისაა, მისი გოლები შვეიცარიაში თითქმის უკვე დავიწყებულია. ყოფილი ფეხბურთელი ამჟამად პოლიტიკოსად არის გადაქცეული და რაც მთავარია, მან სამშობლოში უდიდეს სიმაღლეს მიაღწია - მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ ექს-ფეხბურთელი ერთხმად წარადგინა პრეზიდენტობის კანდიდატად და შაბათს  საარჩევნო კოლეგიის მიერ მიხეილ ყაველაშვილი ქვეყნის ახალ პრეზიდენტად იქნა არჩეული.

მანამდე კი, 26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში, მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს პარლამენტის წევრი გახდა, თუმცა მმართველი პარტიის წარმატება გაყალბებებმა და დარღვევებმა დაჩრდილა: ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტის სხდომებს ბოიკოტს უცხადებენ, ხოლო პროპევროპულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა (72 წლის) პარლამენტის ახალ შემადგენლობას „არაკონსტიტუციური“ უწოდა.

საპრეზიდენტო არჩევნები - „პაროდია?!“

14 დეკემბერს სახელმწიფოს მეთაური პირველად იქნა არჩეული ახალი წესით - არა საყოველთაოდ, პირდაპირი ხმის მიცემით, არამედ პარლამენტის დეპუტატებისა და რეგიონული წარმომადგენლების მიერ. პარლამენტში უმრავლესობას „ქართული ოცნება“ ფლობს - ასე რომ, მიხეილ ყაველაშვილის არჩევა წინასწარვე უეჭველი იყო.

როგორც თვითონ ყოფილი ფეხბურთელი ამბობს, პრეზიდენტის პოსტზე „ყველაფერს გააკეთებს ქართული საზოგადოების გასაერთიანებლად, ეროვნული ინტერესების, იდენტობისა და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების, საქართველოს დამოუკიდებლობის  დასაცავად“.

პრეზიდენტის არჩევნები პარლამენტში ჩატარდა, შენობის წინ კი ოპოზიციონერები საპროტესტო მიტინგზე შეიკრიბნენ. დემონტრანტებს შორის ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც იყო.

„არავის არავინ არ აურჩევია. არაფერი არ მომხდარა“, - განაცხადა პრეზიდენტმა. მისი თქმით, დღეს საქართველოს ერთადერთი კანონიერი ხელისუფალი მხოლოდ თვითონ არის. ჩატარებულ არჩევნებს მან „პაროდია“ უწოდა. სალომე ზურაბიშვილმა ხაზი გასუვა, რომ მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ რეპრესიული ავტორიტარული რეჟიმის დამყარებაში დაადანაშაულა.

ოპოზიციამ უკვე განაცხადა, რომ პრეზიდენტის არჩევნებს არ აღიარებს.

წყარო: https://www.blick.ch/sport/fussball/frueher-stuermer-heute-ultrarechts-ex-fcb-und-fcz-kicker-zum-neuen-georgien-praesident-ernannt-id20363545.html

World
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way