USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Тбилиси
ლი ციანი ღარიბაშვილს: თქვენ ღირებულად მიგყავდათ წინ საქართველოს ურთიერთობა ჩინეთთან, ამ ძალისხმევას დიდად ვაფასებთ
дата:  

ვიცი რომ მეორე ვადით მართავთ ქვეყანას პრემიერ-მინისტრის რანგში. ორივე ვადის განმავლობაში თქვენ ღირებულად მიგყავდათ წინ საქართველოს ურთიერთობა ჩინეთთან. ამ ძალისხმევას დიდად ვაფასებთ, - ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერმა ლი ციანმა, საქართველოს პრემიერთან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, ჩინეთი მზადაა საქართველოსთან ურთიერთობა და თანამშრომლობა ახალ განზომილებაში გადაიყვანოს.

„მადლობას მოგახსენებთ მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაზე დასასწრებად ჩინეთში ჩამობრძანებისა და პეკინში სტუმრობისათვის. თქვენ ძალიან ცნობილი სახელმწიფო მოღვაწე ბრძანდებით საქართველოში და ჩინელი ხალხის დიდი ხნის მეგობარი .

ვიცი ასევე, რომ მეორე ვადით მართავთ ქვეყანას პრემიერ-მინისტრის რანგში. ორივე ვადის განმავლობაში თქვენ ღირებულად მიგყავდათ წინ საქართველოს ურთიერთობა ჩინეთთან. ამ ძალისხმევას დიდად ვაფასებთ.

გასულ წელს ჩვენმა ორმა ქვეყანამ აღნიშნა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლის იუბილე, ხოლო რამდენიმე დღის წინ, ქალაქ ჩენგდუში თქვენ მნიშვნელოვანი შეხვედრა გქონდათ პრეზიდენტ სი ძინპინთან. საუბარი იყო ჩვენი ორმხრივი კავშირების ახალ ერაზე და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე.

მოგვიანებით ჩვენი ორი ქვეყანა უმასპინძლებს სავაჭრო-ეკონომიკურ ფორუმს, რომელიც გაზრდის ჩვენს ორ მთავრობასა და ბიზნესწრეებს შორის კომუნიკაციასა და კოორდინაციას.

ჩვენი ქვეყნების მიერ გამოქვეყნდება ასევე ერთობლივი კომუნიკე ორმხრივი ურთიერთობების სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე აყვანის მიზნით. ეს მნიშვნელოვანი საეტაპო მოვლენა იქნება ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობებში.

ჩინეთი მზადაა საქართველოსთან ურთიერთობა და თანამშრომლობა ახალ განზომილებაში გადაიყვანოს“, - განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერმა.

общество
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати