USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Tbilisi
ლევილის მამულში საქართველოს კულტურის მინისტრსა და საფრანგეთის ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა
Date:  
ლევილის მამულში საქართველოს კულტურის მინისტრსა და საფრანგეთის ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა
ლევილის მამულში ორგანიზაციის - „პირველი რესპუბლიკის ისტორიული და კულტურული ქართულ-ფრანგული მემორიალური ცენტრი. ლევილის ქართული აკადემია“ - მმართველი საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობდა.
ლევილის მამულში გამართულ სხდომაში მონაწილეობდნენ: ნინო ენუქიძე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, მმართველი საბჭოს წევრი; გოჩა ჯავახიშვილი - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთში; ნინო ჭიპაშვილი - გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი; გიორგი ბოცვაძე - კულტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურული განვითარების დეპარტამენტის უფროსი; ნინო კალატოზიშვილი - საფრანგეთში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენელი, მმართველი საბჭოს წევრი; ოთარ ზურაბიშვილი - საფრანგეთში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენელი, მმართველი საბჭოს წევრი; ტიერი ბერიშვილი - ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის სანოტარო აქტის ხელმომწერი ოჯახების წარმომადგენელი; ირენ ციციშვილი - ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის სანოტარო აქტის ხელმომწერი ოჯახების წარმომადგენელი. მამულში, ასევე, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა მანუელ პლუვინაჟი - ვერსალის სამეფო ბაღის ყოფილი ხელმძღვანელი და ვერსალის მუნიციპალიტეტის დიდი პარკის კომუნათა გაერთიანების სერვისების გენერალური დირექტორი.
მმართველი საბჭოს წევრებმა ლევილის მამულში 2022 წელს ჩატარებული სამუშაოები დადებითად შეაფასეს და 2023 წელს მამულში დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით მიიღეს გადაწყვეტილებები.
მმართველი საბჭოს სხდომის შემდეგ, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა სამუშაო შეხვედრა გამართა საფრანგეთის ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენელთან ადგილობრივ დონეზე, ესონის დეპარტამენტის პრეფექტ ბერტრან გომთან, ლევილის მერ ერიკ ბრევთან, ვიცე-პრეფექტ ალექსანდრ გრივოსთან და ესონის დეპარტამენტის ტერიტორიის ადმინისტრაციული მართვის დირექტორ ფილიპ ღოჟესთან.
კულტურის მინისტრმა პრეფექტსა და მის გუნდს ლევილის მამული დაათვალიერებინა და მათთან ერთად მამულის პროექტის განხორციელებისათვის აუცილებლად საჭირო, ესონის დეპარტამენტის ადგილობრივი ურბანული გეგმის ცვლილების საკითხები განიხილა. განხილვამ ორ საათზე მეტ ხანს გასტანა. დაისახა სამოქმედო გეგმა, რომლის განხორციელების შედეგადაც, მამულის სხვადასხვა ურბანულ ზონაში საქართველოს სახელმწიფოს მიერ 2016 წელს დამტკიცებული პროექტის არაერთი კომპონენტის რეალიზება მიმდინარე წლის ბოლოდან, ეტაპობრივად შესაძლებელი უნდა გახდეს (ქართული ოდა-სახლი, საკონცერტო ინფრასტრუქტურა, ხელოვანთა რეზიდენცია). მინისტრმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა პრეფექტს უშუალო ჩართულობისა და შედეგზე ორიენტირებული ეფექტიანი სამუშაო შეხვედრისათვის.
ინფორმაციისთვის: პროექტი - „პირველი რესპუბლიკის ისტორიული და კულტურული ქართულ-ფრანგული მემორიალური ცენტრის, ლევილის ქართული აკადემიის შექმნა“, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს 2021 წლის ზაფხულში გადმოეცა.
World
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way