USD 2.7428
EUR 2.8772
RUB 2.6387
თბილისი
ლევილის ისტორიულ მამულში პირველი ქართული ფესტივალი წარმატებით გაიხსნა
თარიღი:  
საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ლევილის ისტორიულ მამულში ქართული ხელოვნებისა და კულტურისადმი მიძღვნილი ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა.
პირველი დღის საფესტივალო პროგრამა მოიცავდა: თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრის სპექტაკლს - „საქართველო“ (რეჟისორი ნიკოლოზ საბაშვილი), ფოლკლორულ ანსამბლ „მარგალიტისა“ და საქართველოს სამეფო ნაციონალური ბალეტის გამოსვლებს.
ლევილის ქართული ფესტივალის გახსნას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთში გოჩა ჯავახიშვილი და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, 29 ივლისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით, ყოველ შაბათ-კვირას, ლევილის ისტორიულ მამულში გაიმართება ქართული ხელოვნებისა და კულტურისადმი მიძღვნილი ფესტივალი, რომელსაც ყველა მსურველი უფასოდ დაესწრება. XX საუკუნის 20-იანი წლების შემდეგ ლევილის მამული პირველად უმასპინძლებს ამ მასშტაბის კულტურულ ღონისძიებათა ციკლს.
ფესტივალის პროგრამა მრავალფეროვანია და მოიცავს ფოლკლორულ და ქორეოგრაფიულ ნომრებს; გაიმართება სპექტაკლებიც. აღსანიშნავია, რომ კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის, ინიციატივით ფესტივალში მონაწილეობენ მუნიციპალური სახელმწიფო თეატრები და ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები სხვადასხვა რეგიონიდან.
საფესტივალო პროგრამაში მონაწილეობას მიიღებენ: ანსამბლი „მარგალიტი“; საქართველოს სამეფო ნაციონალური ბალეტი; თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრი, რომელიც წარმოადგენს რეჟისორ ნიკოლოზ საბაშვილის სპექტაკლებს - „იავნანამ რა ჰქმნა?!“ და „საქართველო“; ქუთაისის კამერული გუნდი; ანსამბლი „ბასიანი“; ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის სახელმწიფო თეატრი (წარმოადგენს ორ სპექტაკლს - „ხალდე“ და „ჩემო კალამო“ (რეჟისორი გიორგი სიხარულიძე)); ამბროლაურის ანსამბლი „საგალობელი“; ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი („მატარებელი“, რეჟისორი გოჩა კაპანაძე); ქუთაისის ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი; ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი („ფიროსმანი“, რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი); ნეკა სებისკვერაძე და „თეატრალურის კვარტეტი“; თბილისის მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი („ყველაფერი ნამდვილი იყო“ (რეჟისორი ივანე ხუციშვილი)); ეთნოჯაზჯგუფი „ირიაო“; ფოლკლორული ანსამბლი „იალონი“. ფესტივალი 20 აგვისტოს სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის, „ერისიონის“, კონცერტით დაიხურება.
ღონისძიება, უპირველეს ყოვლისა, ევროპაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის არის განკუთვნილი. ფესტივალი ნათელი მაგალითია იმისა, რომ კულტურის სამინისტრო წარმატებით ახორციელებს გეგმას, რომლის მიხედვით ჩვენს ქვეყანას ლევილის სახით ევროპაში ექნება მრავალპროფილური კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი და გაგრძელდება ტრადიცია, რომელსაც საქართველოს პირველი რესპუბლიკის მესვეურებმა ჩაუყარეს საფუძველი.
ინფორმაციისთვის: საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ საფრანგეთში შეძენილი ლევილის მამული 2016 წელს, 25-წლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ გელა დუმბაძისა და იუსტიციის მაშინდელი მინისტრის, თეა წულუკიანის, ძალისხმევის შედეგად საქართველოს დაუბრუნდა. 2021 წლის ზაფხულში პროექტი, სახელწოდებით „პირველი რესპუბლიკის ისტორიული და კულტურული ქართულ-ფრანგული მემორიალური ცენტრის, ლევილის ქართული აკადემიის შექმნა“, გადაეცა ახალშექმნილ უწყებას - საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს.
აღსანიშნავია, რომ მამულის სამინისტროსთვის გადმოცემის შემდეგ მინისტრ თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით პარიზში, ლევილსა და თბილისში მამულის მმართველი კომიტეტის რამდენიმე სხდომა გაიმართა, რომლებზეც ერთხმად მიიღეს მამულის რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. აქტიურად გრძელდება ლევილის მამულის სარეაბილიტაციო სამუშაოები. 2022-2023 წლებში ჩატარდა გალავნის, „გუშაგის სახლისა“ და პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები. წარმატებით დასრულდა მამულის ისტორიული გალავნის კონსერვაცია-რესტავრაცია და ნამეტია გოგუაძის საცხოვრისის (ამჟამად ე.წ. გუშაგის სახლი) შიდა სარემონტო სამუშაოებიც. 2022 წლის სექტემბერში კულტურის სამინისტრომ დაიწყო ლევილის მამულის მწვანე საფრის მოწესრიგება და სანიტარული ჭრა, რაც მამულში 30 წლის მანძილზე არ გაკეთებულა. მცენარეთა თავისებურებებიდან გამომდინარე, მამულის პარკში სამუშაოები რამდენიმე ეტაპად ჩატარდა და 2022 წლის დეკემბერში დამთავრდა. ამასთანავე, კულტურის სამინისტროს კონსულტანტმა ლევილის მამულის პარკის რეაბილიტაციისა და კეთილმოწყობის საკითხებში, ვერსალის სამეფო ბაღის ყოფილმა ხელმძღვანელმა და ვერსალის მუნიციპალიტეტის დიდი პარკის კომუნათა გაერთიანების სერვისების გენერალურმა დირექტორმა მანუელ პლუვინაჟმა პარკის განვითარების კონცეფციაში სათანადოდ წარმოსაჩენად სრულად აღნუსხა მამულის ხეხილი.
2022 წელს კულტურის სამინისტროს თანამშრომლებმა ლევილის მამულში ინვენტარიზაციის პროცესი დაასრულეს. შატოს სხვენში წლების განმავლობაში ჩადიოდა წყალი, რაც აზიანებდა სხვენსა და მთელ შატოს, ამიტომ შატოს რეაბილიტაციის დაწყებამდე, 2021 წელსა და 2022 წლის ნოემბერში, სამინისტროს ძალისხმევით შეკეთდა სხვენის სახურავიც. ამჟამად მიმდინარეობს ე.წ. გუშაგის სახლის კრამიტით გადახურვა და ფასადის, სასერვეროს, საწყობისა და ადმინისტრატორის ოფისის სარემონტო სამუშაოები, ასევე - გალავნის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი. სამუშაო სრულად მოიცავს მამულს, მოეწყობა ექვსი სტუდიოს ტიპის საცხოვრებელი სახლი, რომლებიც გამოყენებული იქნება სახელოვნებო რეზიდენციებისთვის; განახლდება შატოს ფასადი და დარაბები, შატო მთლიანად გაიწმინდება აზბესტისგან.
2026 წლის სექტემბრამდე მამულის ტერიტორიაზე მოეწყობა: ლევილის ქართული აკადემია, სამუზეუმო და საარქივო სივრცე, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი, მედიათეკა, ქართული კუთხე (ქართული ოდა, ვენახი, ქვევრი და ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის აუცილებელი კომპონენტები).
ლევილის ფესტივალის პროგრამა სრულად იხილეთ აქ: https://rb.gy/r5xvt
მსოფლიო
"Le Monde" (საფრანგეთი): კვლავ გააქტიურდა დისკუსიები უკრაინის ტერიტორიაზე დასავლური ჯარებისა და კერძო თავდაცვითი კომპანიების გაგზავნის შესახებ

მაშინ, როდესაც უკრაინაში კონფლიქტი ესკალაციის ახალ ფაზაში შევიდა, კვლავ გააქტიურდა დისკუსიები უკრაინის ტერიტორიაზე დასავლური ჯარებისა და კერძო თავდაცვითი კომპანიების გაგზავნის შესახებ, - წერს ფრანგული გაზეთი Le Monde-ი წყაროებზე დაყრდნობით.

„დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს შორის მიმდინარეობს დისკუსიები თავდაცვის სფეროში თანამშრომლობასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ევროპაში მოკავშირეთა ძირითადი ჯგუფის შექმნის მიზნით, რომელიც ორიენტირებულია უკრაინასა და უფრო ფართო ევროპულ უსაფრთხოებაზე“, - განუცხადა Le Monde-ს ბრიტანულმა სამხედრო წყარომ.

ფრანგული გაზეთი აღნიშნავს, რომ უკრაინაში დასავლური ჯარების ან კერძო კომპანიების გაგზავნის შესახებ დისკუსიები 2023 წლის ბოლოდან შორ მანძილზე მოქმედი იარაღის მიწოდების გაზრდის ფონზე განახლდა.

წყაროების განცხადებით, უკრაინელებს არ შეუძლიათ ამ ტიპის რაკეტების გამოყენება ადგილზე დასავლური მხარდაჭერის გარეშე.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.