USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
ლევან ვასაძე - ხელისუფლება სირაქლემის პოზიციიდან უნდა გამოვიდეს და ეკლესიის დასაცვად ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას.
თარიღი:  928

ლევან ვასაძის განცხადებით, ხელისუფლება სირაქლემის პოზიციიდან უნდა გამოვიდეს და ეკლესიის დასაცვად ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას.

„ეს ლოკალური მოვლენა არ არის, ბავშვთა სახლებში სექსუალურ და სხვა სახის სკანდალებზე აპელირება ეკლესიაზე დარტყმის ლიბერალური გლობალისტური ძალების მხრიდან ტრადიციული იარაღია. ჩვენ უვიცები და ბრმები უნდა ვიყოთ,რომ იმას, რაც ხდება ბავშვთა სახლის გარშემო განვიხილავდეთ მხოლოდ, რაღაც ლოკალურ ინციდენტს.

გვესმის დაუმტკიცებელი ინფორმაციები, მსგავსი განცხადებები აუცილებლად უნდა გახდეს, კომპეტენტური ორგანოების მხრიდან გამოძიების საგანი.

მინდა მივმართო ჩვენს ხელისუფლებას და მოვუწოდო, სირაქლემის პოზიციიდან გამოვიდეს და გადადგას უფრო ქმედითი ნაბიჯები, რათა დაიცვას თავისი პარტნიორი კონკორდატის შეთანხმების ფარგლებში. მინდა, ვუთხრა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, პირველ რიგში, „ქართულ ოცნებას“ საეკლესიო დღესასწაულებზე 2 მეტრიანი კელაპტრებით, სანდომიანი სახით დგომა და პატრიარქთან შეხვედრებზე ძახილი, რომ ეკლესია უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტია საკმარისი არ არის. სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას თავისი ეკლესია! მას ამისათვის ყველა ინსტიტუტი გააჩნია“, - განაცხადა ვასაძემ."- ამის შესახებ „ერთობა, რაობა, იმედის" დამფუძნებელმა ლევან ვასაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ნინოწმინდის პანსიონატში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.

საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის