USD 2.6922
EUR 3.1606
RUB 3.4826
Тбилиси
ლევან ვასაძე - ჩემი დიაგნოზია "აელ" ტიპის ამილოიდოზი, რომელიც მილიონი კაციდან მხოლოდ ორს ემართება
дата:  1680
"ერის" ლიდერი ლევან ვასაძე სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვას ავრცელებს, სადაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს. 

ვასაძის თქმით, მისი ამჟამინდელი დიაგნოზია "აელ" ტიპის ამილოიდოზი, რომელიც მილიონი კაციდან მხოლოდ ორს ემართება. 

"ორი თვეა დამემართა იშვიათი დაავადება, რომლის დადგენაც და დიაგნოსტიკაც ძალიან ძნელი აღმოჩნდა. გამოვიცვალე 5 საავადმყოფო - ორი თურქეთში და სამი მოსკოვში, ვიდრე არ მივედი დიაგნოზამდე, რომელსაც დავასახელებ. და კიდევ ველოდები ერთ დიაგნოზსს. ამჟამად ჩემს დაავადებას ჰქვია "აელ" ტიპის ამილოიდოზი, ის ჩნდება ძვლის ტვინში და იწვევს ტოქსიკური ცილების გამოყოფას,  რომლებიც სხვადასხვა ორგანოებში ილექება და არის სიცოცხლისათვის საშიში. მე ამჟამად დაგვიანებული მაქვს მხოლოდ გული,"- აცხადებს ვასაძე.
 
ვასაძე ამბობს, რომ ეს დაავადება არაა გენეტიკურ, რაც მისი შთამომავლობისთვის მნიშვნელოვანია. 

"თუ ამ დაავადებას არ ვუმკურნალე, ის სხვა ორგანოებზეც გავრცელდება. მკურნალობის პირველი ეტაპი გულისხმობს ქიმიოთერაპიას რამდენიმე თვე. გასულ კვირას ქიმიოთერაპიის პირველი სეანსი უკვე ჩამიტარდა,"- აცხადებს ვასაძე.
Тбилиси
ვაკის გამგეობა - უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს
უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. გამგეობის წარმომადგენლები, საქალაქო სამსახურებთან და კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად, მონიტორინგსა და ადგილზე შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ.
 
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს შიდა ქუჩების თოვლისგან დასუფთავება, საერთო ჯამში, რეაგირება განხორციელდა რამდენიმე ათეულ ქუჩაზე, სადაც მოსახლეობის გადაადგილება განსაკუთრებით პრობლემური იყო.
 
ამ დროისთვის, 50-მდე ქუჩაზე გზა გასუფთავებულია, ხოლო 20-ზე მეტ მისამართზე სამუშაოები დაგეგმილია
.
ასევე, აქტიურად მიმდინარეობს დაზიანებული, საფრთხის შემცველი ხეების სხვლა, დამუშავება და გატანა. მერიის ცხელი ხაზის და საგანგებო სამსახურის, 112-ის საშულებით, დაახლოებით, 200-ზე მეტი შეტყობინება შემოვიდა.
 
მოსახლეობას შევახსენებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე, ნომერზე 032 2 72 22 22.
более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати