USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Тбилиси
ლევან ვასაძე - 5 ივლისს დილიდან ვიქნები რუსთაველის ძეგლთან
дата:  477

საზოგადოებრივი მოძრაობა "ერის" ლიდერი მორიგ ვიდეომიმართვას ამჯერად სტამბოლიდან ავრცელებს.

ლევან ვასაძე მხარდამჭერებს მოუწოდებს რუსთაველის გამზირზე გამოვიდნენ და არ დაუშვან "პრაიდის კვირეულის" ჩატარება. 

"გუშინწინ გავიდა 10-დღიანი ვადა, რომელიც შევუთვალეთ ხელისუფლებას "პრაიდის კვირეულთან" დაკავშირებით, რადგანაც მათ არ გააკეთეს განცხადება, რომ აუქმებენ ამ ღონისძიებას, ჩვენ ამას არ დავუშვებთ. 5 ივლისს ყველას გეძახით და გეპატიჟებით, მოგიწოდებთ, რომ მივიდეთ რუსთაველის გამზირზე, მე პირადად დილიდან ვიქნები რუსთაველის ძეგლთან. მოვუწოდებ უცხოური ქვეყნების ელჩებს, განსაკუთრებით კი დასავლური ქვეყნების ელჩებს, რომლებმაც ტრადიციად გახადეს ქართული ტრადიციების დაცინვა და ხელყოფა, ნუ მიაყენებთ შეურაცხყოფას საქართველოს, მის ეკლესიას, დარჩით თქვენს საელჩოებში და ნუ გაერევით ამ პროვოკაციაში, სიბინძურეში," - აცხადებს ლევან ვასაძე. 

შეგახსენებთ, 15 ივნისს, ლევან ვასაძემ, 5 ივლისს დაგეგმილი "ღირსების მარშის" გასაუქმებლად "ქართულ ოცნებას" 10-დღიანი ვადა მისცა.

культура
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати