USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
ლევან სალუქვაძე: “კვარაცხელია და მიქაუტაძე ბოლო 20 წუთში ისრაელის დაცვას გაარღვევდნენ!”
თარიღი:  1101

ჟურნალისტმა ლევან სალუქვაძემ “იმედის ფსონის” ეთერში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წაგებაზე, ხვიჩა კვარაცხელიასა და ჟორჟ მიქაუტაძის გადაწყვეტილებებზე და ვილი სანიოლზე ისაუბრა.

“წავაგეთ არათუ ერთი მატჩი, წავაგეთ დიდი ოცნება, ოცნებების სასაფლაოა საერთოდ ჩვენი საფეხბურთო დაუმოკიდებელი ცხოვრება. ხან, ჯერ არველაძეებისა და ქინქლაძის თაობის გვჯეროდა, კიდევ რაღაც გამონათებები გვქონდა, ახლა მაკედონიასთან მატჩის გვჯეროდა. და საოცარი რა არის იცით, ბოლო ორი დიდი იმედი, ორივე თბილისში იყო, ორივე “დინამოს” სტადიონზე, ორივე ჩვენ ხელში, ორივე დავაკელით. არ ვიმსახურებდით გასვლას, რადგან ორივეში დავაკელით.

პირველში ის დავაკელით, რომ უეფას მიერ დაშვებული მაყურებლები ჩვენ არ შევუშვით, გამოვდექით რომის პაპზე მეტად კათოლიკები და წავაგეთ ის თამაში. მე არ ვამბობ, რომ აუცილებლად მოვიგებდით. უფრო მეტი შანსი გვექნებოდა, რომ მოგვეგო. მეორე იყო და აგერ ევროპის ჩემპიონატი. ოლიმპიადა, სახელი, ჩამოსული მთელი მსოფლიო აქ არის, ორ საუკეთესო მოთამაშეს არ ვათამაშებთ. მე არ ვიცი ეს მოთამაშეების გადწაყვეტილება იყო, იმათი კლუბების, იმათი მენეჯერების, ფედერაციის, მწვრთნელების, სანიოლის თუ ვისი. არ მაინტერესებს. მთავარი არის, ვისაც ეხებოდა ამის მოგვარება, იმას უნდა ექნა ყველაფერი, რომ ამათ ეთამაშათ. როგორ მოხდებოდა არ მაინტერესებს, აქ იმიტომ არიან ეს ხალხი, იმიტომ მართავენ. მესმის გადაწყვეტილება რთული მისაღები იყო, მესმის მე არავინ შემეკითხებოდა როგორც მოქვეცეულიყავით და არც ამაზე მაქვს პრეტენზია. პრეტენზია იმაზე მაქვს, დამდგარ შედეგზე შეფასება გავაკეთო.

და გითხრათ რა შედეგი გაქვთ? პირდაპირ გეტყვით, ოლიმპიადა გაცვალეთ კვიპროსის სამ ქულაში. ეს არის თქვენი ლოჯისტიკა თუ “დაპლანვა”, რას ეძახით, დაგეგმარება. კვიპროსის სამი ქულა ანაცვალეთ ოლიმპიადას. რავიცი, ეს თუ არის კარგი მენეჯმენტი, ასე გააგრძელეთ ბატონო. გაუფუჭეთ ხასიათი ყველას. დალაპარაკებოდით, პატარა ბიჭია, 20 წუთი რომ შემოსულიყო მიქაუტაძე და კვარაცხელია, ბოლო 20 წუთი ისრაელთან, გაარღვევდნენ შუაზე იმ დაცვას, გავდიდოდით. სამი ქულა სადაც გინდა იქ წაიღეთ. რომელი სჯობდა? ნახევარფინალში გასვლა კი არა, 21-წლამდეთა ფინალურ ეტაპზე მოხვედრა გაგვიხდება სანატრელი, დამიჯერეთ ასეთი შანსი არ გვექნება.

ვინ არის სანიოლი? თამაშებზე არ დადიოდა. ჯგუფურ თამაშებზე არ იყო. მთელი მსოფლიო აქ არის ჩამოსული ფეხბურთის საყურებლად და ეს სადღაც წავიდა. თბილისში იცხოვრებსო და მერე ძველ ქალაქში და შარდენში კაფეს დაჯდეს, მაგიტომ კი არ მიხარია. ქართულ ფეხბურთს უნდა დაესწროს. ამაზე უკეთეს ადგილას სად წავიდოდა ნაკრების მწვრთნელი? ჯერ 10 ფეხბურთელი ნაკრების აქ ჰყავს, ვინც არ არის ნაკრებში, პოტენციურად ნაკრებში მისაწვევია ხვალ და ზეგ. დაგიბერდათ ფეხბურთელები, ასაკში არიან, კანკავა თუ წავიდა, სხვები ნაკლებად კი არ არიან ასაკში. უკვე მოდის მათი შეცვლის დრო და აქედან უნდა შეცვალოს. სხვა ქვეყანაში წავიდოდი სანიოლის ადგილას, ამ ტურნირის სანახავად, არათუ თბილისში არ დავესწრებოდი. დიდი აფიშები, სანიოლი ისრაელთან მატჩს დაესწრება. დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა რომ დაესწრო. ახლა გქონდეთ კვიპროსის 3 ქულა და არ დაგეკარგოთ არსად, იმ ჯგუფში რაში გამოგადგეათ, მაგასაც ნახავთ. 30 წუთი კი არაა, 30 წელია ვნერვიულობ.

ვენაცვალე ზურიკოს, ტრაპიდან ბუცებით ჩამოვიდა და ისე ითამაშა. ან მამარდაშვილი რითია ნაკლები სხვებზე ან სხვებზე ნაკლებად დაიღალა?” – განაცხადა სალუქვაძემ.

წყარო: https://fanebi.com/

თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის