ლევან საგინაშვილი ჩიკაგოში East vs West 18-ის ღონისძიებაზე სუპერმძიმე წონის ჩემპიონის ქამრისთვის ბრძოლაში იტალიელ ერმეს გასპარინის დაუპირისპირდა. მოწინააღმდეგე „ქართველმა ჰალკმა“ ანგარიშით 5:0 დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა.
ლევან საგინაშვილმა ჩემპიონის ქამარი 2024 წელს მოიპოვა, როდესაც კანადელ დევონ ლარატს East vs West 12-ზე აბსოლუტური უპირატესობით სძლია.
ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.
როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.