USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Тбилиси
ლევან რატიანი: კორონავირუსი ყველამ უნდა მოიხადოს
дата:  978

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი აცხადებს, რომ კორონავირუსი მოსახდელი დაავადებაა და ის მთელმა კაცობრიობამ უნდა მოიხადოს. 80% მოიხდის აკლინიკური ფორმით, 20%  - საშუალო, მძიმე და კრიტიკული ფორმით.

"ჩვენი კლინიკა განსხვავდება სხვა კლინიკებისგან იმით, რომ არა მარტო ვმკურნალობთ პაციენტებს, არამედ,  ვიღებთ და გავცემთ ინფორმაციას ამ დაავადებების შესახებ. ერთი რამე შემიძლია გითხრათ, რომ როგორც ჩემთვის არის ამ ეტაპამდე უცნობი, ასევე, წამყვანი მეცნიერებისთვის არის უცნობი ამ ვირუსის სტრატეგია. მხოლოდ და მხოლოდ ვიცით ერთ რაღაც, რომ ეს მოსახდელი დაავადება აუცილებლად, ყველამ უნდა მოიხადოს - ამ ვირუსს დღეს არსებული კაცობრიობის  80% აკლინიკური ფორმით მოიხდის, 20%  - საშუალო, მძიმე და კრიტიკული ფორმით. იცით, რომ ბეცეჟე ვაქცინაციის შესახებ როგორი ბუმია სამყაროში. ალბათ, ჩვენ ქვეყანას გაუმართლა კალენდარულ აცრებთან დაკავშირებით და მინდა გითხრათ, რომ ჩემი ძალიან დიდი იმედია, რომ ჩვენი ქვეყანა მსუბუქად გადაივლის ამ პანდემიას, რადგან ბეცეჟე ვაქცინაცია გვაქვს, ენსიდისის დიდი დამსახურებაა", - განაცხადა ლევან რატიანმა.

 

წყარო: ghn.ge

Тбилиси
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати