USD 2.7241
EUR 3.1638
RUB 3.3608
Tbilisi
ლევან რატიანი - დღეს 5 პაციენტის გამოჯანმრთელებას ველოდებით
Date:  747

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, დღეს კლინიკიდან შესაძლოა, 35 კვირის ორსული გაეწეროს. მისივე თქმით, დღეს ჯამში 5 პაციენტის გამოჯანმრთელებას ელიან.

„იცით, რომ ჩვენს კლინიკაში 2 ორსულია. მათი ზოგადი მდგომარეობა ამ ეტაპზე, როგორც ქალბატონების, ისე ნაყოფების, სტაბილურია. ერთ ქალბატონთან გუშინ გავიდა 14 დღე და მოვიდა უარყოფითი პასუხი. დღეს განმეორებით გაიგზავნება ანალიზი და თუ დღის ბოლომდე მოვიდა უარყოფითი პასუხი, ქალბატონი გაეწერება ბინაზე. დღეს ველოდებით უკვე 5 პაციენტის გამოჯანმრთელებას.

ამასთანავე, იცით, რომ გვყავს სამი მოზარდი, რომელთა მდგომარეობა ამ ეტაპამდე სტაბილურია. არც ერთ მათგანთან კოვიდისთვის დაახასიათებელი კლინიკა არ ვლინდება.

დანარჩენი პაციენტები მოთავსებულები არიან ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, ტარდება მონიტორინგი. იცით, რომ აქედან 37 პაციენტთან დადასტურებულია კომპიუტერული ტომოგრაფიით მწვავე პნევმონიის სურათი. გრძელდება მკურნალობა და მოიტორინგი,“ - განაცხადა ლევან რატიანმა.

 

society
სუს-მა 2 კილოგრამი ბირთვული მასალა ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას ჩინეთის 3 მოქალაქე დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტების თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისში, 2 კილოგრამი ბირთვული მასალა - ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას დაკავებულია ჩინეთის სამი მოქალაქე.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თბილისში გეგმავდნენ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენას 400 000 აშშ დოლარად და შემდეგ უკანონო ტრანსპორტირებას ჩინეთში, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის გავლით.

„დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად ჩინეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე რეჟიმის დარღვევით იმყოფებოდა, საქართველოში ჩამოიყვანა ურანის შეძენით დაინტერესებული ექსპერტები და ქვეყნის მასშტაბით აქტიურად დაიწყო ბირთვული მასალის მოძიება. ხსენებულ საქმიანობას ჩინეთიდან კოორდინაციას უწევდნენ დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრები. უკანონო გარიგების დეტალებზე მოლაპარაკების პროცესში, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის რეალიზების შედეგად მოხდა დამნაშავე პირების იდენტიფიცირება და მათი დაკავება.

გარდა ამისა, გამოძიების ფარგლებში, გაიჩხრიკა დაკავებული პირების დროებითი საცხოვრებელი ადგილები თბილისსა და ბათუმში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნა სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way