USD 2.6797
EUR 2.8777
RUB 2.9252
Тбилиси
ლევან მამალაძე: სამშობლოში დავბრუნდი… პოლიტიკაში შესვლას არ ვაპირებ, მაგრამ ვიქნები პოლიტიკასთან
дата:  354

სამშობლოში დავბრუნდი… პოლიტიკაში შესვლას არ ვაპირებ, მაგრამ ვიქნები პოლიტიკასთან, – ამის შესახებ ქვემო ქართლის ყოფილმა გუბერნატორმა ლევან მამალაძემ ლევან მამალაძემ “პირველებისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

 

ლევან მამალაძე: მე სამშობლოში დავბრუნდი.

ჟურნალისტი: როდის გადაწყვიტეთ სამშობლოში დაბრუნება? მას შემდეგ რაც ამნისტია შეგეხოთ?

ლევან მამალაძე: 19 წელია გადაწყვეტილი მაქვს.

ჟურნალისტი: მაგრამ ვერ ბრუნდებოდით.

ლევან მამალაძე: ვერ ვბრუნდებოდი იმიტომ, რომ იყო უსამართლობა.

ჟურნალისტი: რას ფიქრობთ, რატომ მიიღო “ქართულმა ოცნებამ” თქვენი ამნისტირების გადაწყვეტილება.

ლევან მამალაძე: “ქართული ოცნებას” არ მიუღია ეს გადაწყვეტილება, ეს მიიღო საქართველოს პარლამენტმა.

პარლამენტში ქართული ოცნება არაა?

ლევან მამალაძე: თუ გინდათ, რომ რამე დაამატოთ, დაამატეთ. მე გეუბნებით, რომ პარლამენტმა მიიღო კანონი ამნისტიის შესახებ, რომელიც ვრცელდება იმ ადამიანებზე, ვისზეც გავრცელდა.

ჟურნალისტი: რას აპირებთ ახლა?

ლევან მამალაძე: პირველი რაც არის, ჩემი ახლობლებს… 81 წლის დედა მყავს და ჩავეხუტე დედაჩემს, ახლა წავალ გურიაში, სადაც მამაჩემია დასაფლავებული.

პოლიტიკაში შესვლას არ ვაპირებ. მე ვიყავი პოლიტიკაში. მაღალი თანამდებობებიც მქონდა და შესაბამისი გავლენებიც. პოლიტიკაში ყოფნა ხელისუფლებისთვის ბრძოლაა, მე არ ვაპირებ ხელისუფლებისთვის ბრძოლას, მაგრამ ვიქნები პოლიტიკასთან.

შევარდნაძის მთავრობის ყოფილ  გუბერნატორს  17 წელი ჰქონდა მისჯილი და ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა. მთელი ეს წლები ის თავს რუსეთის ფედერაციას აფარებდა.

 

спорт
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება. ეს გადაწყვეტილება დღეს ზაგრებში იქნა მიღებული მას შემდეგ, რაც მოცემულ ინიციატივას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაუჭირა მხარი.
ძიუდოში წლევანდელ ევროპის ჩემპიონატს კი ხორვატიის დედაქალაქმა უმასპინძლა. ძიუდოში საქართველოს ნაკრებმა კონტინენტის პირველობა რვა მედლით დაასრულა. ინდივიდუალურ ასპარეზობაში ქართველმა სპორტსმენებმა ორი ოქრო, ორი ვერცხლი და სამი ბრინჯაოს მედალი მიიღეს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს. ხოლო ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ჩემპიონატზე ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა, ვერცხლი ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა, ბრინჯაო კი ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა ბექაურმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
ევროპის ჩემპიონატს ზაგრებში საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა გოგსაძე და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი ესწრებოდნენ. იოსებ ბაღათურიამ ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში გამარჯვებული ნაკრებების დაჯილდოების ცერემონიაშიც მიიღო მონაწილეობა.
ზაგრებში გამართულ კონტინენტის პირველობაზე ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების შესახებ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, მხარდაჭერით საქართველომ ევროპის ძიუდოს კავშირის შეთავაზება მიიღო 2026 წლის აპრილში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლოს.
ზაგრებში ევროპის ძიუდოს კავშირმა 2023 წლის საუკეთესო მამაკაც ძიუდოისტად ტატო გრიგალაშვილი, წლის საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაც ძიუდოისტად შალვა გურეშიძე, წლის საუკეთესო გუნდად კი საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები დაასახელა.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати