USD 2.6760
EUR 2.8713
RUB 2.9096
Тбилиси
ლევან ლორთიფანიძე - ნაციონალურ მოძრაობას ლიდერები არა ყავს
дата:  295

პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე ნაციონალურ მოძრაობაში თავჯდომარის არჩევნების ფაქტს სოციალურ ქსლეში ეხმაურება და წერს:

"დავიწყოთ კარგით 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ერთადერთი ქართული პოლიტიკური პარტიაა, რომლიდანაც პირდაპირ და თავქუდმოგლეჯილნი არ გამორბიან ხოლმე. პარტიას თავისი სტრუქტურა და რესურსები აქვს - ავად თუ კარგად მუშაობს მხარდამჭერთა რეგიონალური ქსელი, ორგანიზაცია ფლობს ქონებას, ენმ-ს თავისი ფრაქცია ჰყავს საქართველოს პარლამენტსა და თითქმის ყველა მუნიციპალურ საკრებულოში. შიდაპარტიულ უთანხმოებებში ჩართულ ჯგუფებს ეს პოლიტიკური კაპიტალი არ ეთმობათ, ამიტომ სანამ გაიქცევიან, ჯერ მისი ხელში ჩაგდებისთვის იბრძვიან ბოლომდე (თუ პარტიას სტრუქტურა და რესურსები არ აქვს, პირველივე უთანხმოებისთანავე, ყოველგვარი შიდაკონკურენციის გარეშე იშლება).
 
სააკაშვილის პოლიტიკიდან დროებით გამოთიშვის შემდეგ, ცხადი გახდა ისიც, რომ ენმ-ს სახელით ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღება არავის შეუძლია, დადუმებულმა სააკაშვილმა ლეგიტიმაციის კრიზისი შეუქმნა პარტიული მმართველობის ყველა რგოლს. ვინაიდან ლიდერებს ლეგიტიმაციის მთავარი წყარო - სააკაშვილის სიტყვა (მოციქულის სიტყვა) ხელიდან გამოეცალათ, ძალაუფლების გამყარება შიდაპარტიული არჩევნების გზით გადაწყვიტეს. თუ არჩევნების შემდეგ პარტიის ერთიანობა შენარჩუნდება, ეს ამ პარტიაში შიდაპარტიული არჩევნების ინსტიტუციონალიზების სასარგებლოდ იმეტყველებს.
 
გადავიდეთ ცუდზე ანუ მთავარზე
 
ენმ-ის ლიდერები არ ჰყავს.
 
ნიკა მელია ვეღარ გახდება ექსტრემისტული პოლიტიკური ძალის გამაერთიანებელი ფიგურა. მან ვერც ერთხელ ვერ მოახერხა თავისი სიტყვის შესრულება, ეფექტიანად ვერ წარმართა პარლამენტის ბოიკოტირების პროცესი, არჩევნების "გაყალბების" წინააღმდეგ გამართული საპროტესტო დემონსტრაციები, სააკაშვილის გათავისუფლების მიზნით წამოწყებული კამპანია. ყველგან ხელი მოეცარა! პარალელურად, კი ვერ მოახერხა პარტიის შიგნით ავტორიტეტის მოხვეჭა, საკუთარი კადრების წინა პლანზე წამოწევა და ა.შ.
 
ამ უტვინო და პროვოკატორი, სიტყვის მრავალჯერ გამტეხი პოლიტიკოსის ერთადერთი პლიუსი ის არის, რომ ციხის არ შეშინებია, არჩვნებზე ბოლომდე იბრძოლა და რიგ ოლქებში ოპოზიციის კონსოლიდაციის სტრატეგიის განხორციელება შეძლო. თუმცა, მეორე პლიუსიც აქვს ...
მელიას მეორე პლიუსი მისი ოპონენტი - ლევან ხაბეიშვილი გახლავთ. რითი არის გამორჩეული ლევან ხაბეიშივილი? ისტერიით, კივილ-წივილით... საზოგადოებამ იმით გაიცნო, რომ ბევრჯერ გალახეს! ინტელექტის ნასახს ვერ ასხივებს... რომელი დარგის ცოდნა აქვს? რომელი დარგის სპეციალისტია? ჩემი თვალსაზრისით, ნაციონალური მოძრაობისთვისაც კი ძალიან მდაბიო პერსონაჟია! ვიღაცებს ჰგონიათ, რომ პოლიტიკური ლიდერობისთვის სიტყვების ტყვიამფრქვევივით სტყორცნა საკმარისია ... ერთი აზრი, იდეა, სამომავლო ხედვა ხომ უნდა გაკრთეს ამ ლაქლაქს მიღმა! თუმცა, მთავარი სხვა რამ არის - ხაბეიშვილი ადვილად სამართავი პაიკი იქნება კეზერაშვილის, საქართველოს არმიის მძარცველისა და ქართული ბიზნესის N1 რეკეტის ხელში. ფულიანი მდაბიოს გემოვნებაში სრულად ჯდება უფულო მდაბიო!
 
მოკლედ, არც ერთ კანდიდატს არ შესწევს ძალა პარტიის კონსოლიდაციისა, სხვა კანდიდატი კი, რომელიც დაპირისპირებულ მხარეებს ერთ ნიადაგზე მოუყრიდა თავს, პარტიას არ ჰყავს. შესაბამისად, ვერანაირი არჩევნები ვერ დააწყნარებს სიტუაციას! დედა აქვთ ნატირები ... ასე იცის ნერვიულმა, უმიზნო და უშინაარსო პოლიტიკამ, რომელსაც ეს სისხლიანი წარსულის მქონე პარტია ბოლო 10 წელია ატარებს."
спорт
გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია - შავდათუაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიგო

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს საქართველოს სახელით ტატამზე 6 ქართველი ძიუდოისტი წარდგა. მათგან ფინალურ ბლოკში ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ) და ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ) ვიხილეთ. გრიგალაშვილმა ფინალში ფრანკ დე ვიტი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი კარიერაში მესამედ მოიგო, ხოლო შავდათუაშვილმა ბრინჯაოსთვის ბრძოლაში მოლდოველ ადილ ოსმანოვს აჯობა.

ტატომ ასპარეზობა მეორე წრეში დაიწყო და ფრანგ ომარ ჯალოს სძლია, მესამე წრეში სერბეთის სახელით მოასპარეზე ისლამ სოგენოვი დამატებით დროში დაამარცხა, მეოთხედფინალში უნგრელ ატილა უნგვარს აჯობა, ნახევარფინალში კი იტალიელი ანტონიო ესპოსიტო დაამარცხა.

შავდათუაშვილმა ასპარეზობა მეორე წრეში დაიწყო და ხორვატ რობერტ კლაჩარს სძლია, შემდეგ ეტაპზე კი ფინეთის სახელით მოასპარეზე ტურპალ დუკაევს აჯობა. სამწუხაროდ, ლაშა მეოთხედფინალში შიდოებით დანიელ ლავრენტევთან დამარცხდა, რეპეშაჟში კი ბულგარელ მარკ ჰრისტოვს სძლია.

შეგახსენებთ, ამ მომენტში საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედალია.

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати