USD 2.6797
EUR 2.8777
RUB 2.9252
Tbilisi
ლევან კობერიძე: პოლიტიკური მრავალფეროვნება და არა მხოლოდ ორპოლუსიანობა არის ქვეყნისათვის ძალიან მნიშვნელოვანი
Date:  286

საპარლამენტო ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრი, ლევან კობერიძე პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით დამტკიცებას გამოეხმაურა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელმა დღემ დაადასტურა, რომ პოლიტიკური მრავალფეროვნება მნიშვნელოვანია.

„რისკები ნამდვილად იყო და მინდა გითხრათ, რომ სწორედ დამოუკიდებელი და უფრაქციო დეპუტატების დამსახურებაა ეს ყველაფერი, რომელიც ძალიან მკაფიოდ ადასტურებდა თავის მზაობას პირველ, მეორე, მესამე მომსმენაზეც. 24 იყო ასეთი დეპუტატი და ამით „ქართულ ოცნებას" არ მიეცა საშუალება, რაიმე სახის პოლიტიკური ხრიკებისთვის მიემართა, ეს პირდაპირ შემიძლია გითხრათ.

ამიტომ, ეს ფაქტი ადასტურებს იმას, რომ სწორედ პოლიტიკური მრავალფეროვნება და არა მხოლოდ ორპოლუსიანობა არის ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების დროს აუცილებელი, ეს გამოაჩინა დღევანდელმა დღემ", - განაცხადა კობერიძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა.

sport
ქართველმა მილიარდერმა, მიხეილ ლომთაძემ, ინგლისური საფეხბურთო კლუბი იყიდა

ქართველმა მილიარდერმა, მიხეილ ლომთაძემ, ინგლისური პროფესიული კლუბის Wycombe Wanderers-ს აქციების 90% იყიდა. ამის შესახებ კლუბის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

პრესრელიზის მიხედვით, შპს Feliciana EFL-მა საკუთარ მფლობელობაში არსებული აქციების 90% მიხეილ ლომთაძის მფლობელობაში მყოფ Blue Ocean Partners II Limited-ს მიჰყიდა. შედეგად, ლომთაძე გახდა კლუბის დირექტორთა საბჭოს წევრიც. (დირექტორთა საბჭოს ორ ახალ წევრთან - ედუარდ ვიშნიაკოვთან და დანიელ რაისთან ერთად).

ქართველმა მილიარდერმა, კლუბის და გულშემატკივრებისთვის მიწერილ გზავნილში თქვა, რომ ის მსუბუქად არ მოეკიდება აღებულ პასუხისმგებლობას გულშემატკივრების, პერსონალისა და ფეხბურთელების წინაშე.

„ჩვენი მიზანია მივაღწიოთ გრძელვადიან წარმატებებს როგორც მოედანზე, ისე მის ფარგლებს გარეთ ფინანსურად მდგრადი კლუბის აშენებით“, - განაცხადა ლომთაძემ.

1887 წელს დაარსბული Wycombe Wanderers ბუკინგემშირში სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში მდებარეობს.

მიხეილ ლომთაძე არის Kaspi.kz-ის სამი ძირითადი აქციონერიდან ერთ-ერთი. 2024 წლის 1 აპრილის მდგომარეობით იგი ფლობდა ყაზახური ფინტექს კომპანიის საერთო აქციების 22,6%-ს. 2022 წელს მან მეშვიდე ადგილი დაიკავა ყაზახეთის 50 ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენის რეიტინგში.

ლომთაძე ბიძინა ივანიშვილის შემდეგ რიგით მეორე ქართველი მილიარდერია, რომელიც forbes-ის შეფასებით ივანიშვილზე მდიდარია, ხოლო Bloomberg-ის ცნობით, ივანიშვილზე 700 მლნ-ით ნაკლები ქონება აქვს.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way