USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
ლევან ხაბეიშვილი: „ნაციონალურ მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში მეორე ტური არ იქნება, პარტიას დასაკარგი დრო არ აქვს
дата:  268

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ამ დროისთვის, შიდაპარტიულ არჩევნებში რეგისტრირებული ამომრჩევლების 51%-მა თავისი არჩევანი დააფიქსირა.

როგორც ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მეორე ტური არ იქნება, რადგან პარტიას დასაკარგი დრო არ აქვს.

„მინდა „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე არჩევნებს გამოვეხმაურო. ამ დროისთვის, 51%-ზე მეტმა ამომრჩეველმა თავისი ხმა დააფიქსირა. მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ არანაირი მეორე ტური არ იქნება, ამ პარტიას დასაკარგი დრო არ აქვს. ჩვენდა სამწუხაროდ, ისედაც ბევრი დავკარგეთ.

ახლა მინდა დარჩენილ 49%-ს მოვუწოდო, რომ სასწრაფოდ მისცენ ხმა და ცვლილებების თანამონაწილენი გახდნენ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, „ნაციონალური მოძრაობა“ და ის ამომრჩეველი, ვისაც მოქმედება, მოძრაობა და ბრძოლა უნდა, დამაჯერებლად მოიგებს“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

общество
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати