USD 2.7241
EUR 3.1638
RUB 3.3608
Тбилиси
ლევან იზორია თანამდებობას ტოვებს და აცხადებს, რომ გერმანიაში საქართველოს ელჩად გააგრძელებს მუშაობას
дата:  1431

ლევან იზორია საქართველოს დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „პოს ტივის“ ეთერში განაცხადა.

ლევან იზორიას განცხადებით, მან გადადგომის შესახებ განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს უკვე მიმართა.

მისივე განმარტებით, ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში გადაწყდა, რომ ის გერმანიაში საქართველოს ელჩად გააგრძელებდა მუშაობას და განცხადების დაწერაც იანვრის ბოლოსთვის იგეგმებოდა.

დაზვერვის სამსახურის უკვე ყოფილი ხელმძღვანელი ამბობს, რომ მისი გერმანიაში ჩასვლა და ელჩის თანამდებობაზე მუშაობის გაგრძელება თებერვლის ბოლოდან იგეგმება.

ლევან იზორიას განმარტებით, თანამდებობის დატოვება ელჩად დანიშვნას უკავშირდება და არა იმ ვიდეოკადრებს, რომლებიც მის ძმასთან დაკავშირებით გავრცელდა.

ლევან იზორია საქართველოს დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელად 2019 წლის სექტემბერში დაინიშნა ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის თანამდებობასაც იკავებდა.

 
общество
სუს-მა 2 კილოგრამი ბირთვული მასალა ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას ჩინეთის 3 მოქალაქე დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტების თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისში, 2 კილოგრამი ბირთვული მასალა - ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას დაკავებულია ჩინეთის სამი მოქალაქე.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თბილისში გეგმავდნენ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენას 400 000 აშშ დოლარად და შემდეგ უკანონო ტრანსპორტირებას ჩინეთში, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის გავლით.

„დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად ჩინეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე რეჟიმის დარღვევით იმყოფებოდა, საქართველოში ჩამოიყვანა ურანის შეძენით დაინტერესებული ექსპერტები და ქვეყნის მასშტაბით აქტიურად დაიწყო ბირთვული მასალის მოძიება. ხსენებულ საქმიანობას ჩინეთიდან კოორდინაციას უწევდნენ დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრები. უკანონო გარიგების დეტალებზე მოლაპარაკების პროცესში, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის რეალიზების შედეგად მოხდა დამნაშავე პირების იდენტიფიცირება და მათი დაკავება.

გარდა ამისა, გამოძიების ფარგლებში, გაიჩხრიკა დაკავებული პირების დროებითი საცხოვრებელი ადგილები თბილისსა და ბათუმში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნა სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати