USD 2.6994
EUR 3.1318
RUB 3.3536
თბილისი
ლევან იოსელიანი მოსამართლეობის კანდიდატს - 28 წლამდან მუშაობას იწყებთ სასამართლოს დარაჯად, ამის შემდეგ კი იწყება თქვენი შთამბეჭდავი კარიერული წინსვლა - ეს ცოტა უცნაურია
თარიღი:  545

28 წლამდე თქვენი პროფესიით რაიმე დამატებითი კვალიფიკაცია არ მიგიღიათ, მერე თქვენ იწყებთ მუშაობას ერთ-ერთი სასამართლოს დარაჯის თანამდებობაზე და მერე იწყება ძალიან შთამბეჭდავი თქვენი კარიერული წინსვლა,- ასე მიმართა პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს გენადი მაკარიძეს, რომელსაც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე უსმენენ.

იოსელიანის თქმით, უცნაურია, როდესაც 28 წლამდე ადამიანი საერთოდ არ არის დაკავებული თვითგანვითარებით და მოკლე დროში „თავბრუდამხვევ კარიერას იკეთებს“ იურისპრუდენციაში სასამართლოს კუთხით.

„რამდენადაც მე გადავხედე, თქვენი პირველადი არჩევანი იურისტობა არ ყოფილა, თქვენ ჯერ დაიწყეთ სწავლა ნედლეულის გადამუშავების ტექნოლოგიის მიმართულებით და მერე გადაწყვიტეთ, რომ გამხდარიყავით იურისტი. თქვენ საკმაოდ დიდი ხანი ისწავლეთ ნედლეულის გადამუშავების მიმართულებით და მერე გადახვედით უკვე სხვა უნივერსიტეტში. თქვენი პირველი სამსახური ფიქსირდება 2004 წელს, ამ დროს თქვენ იყავით 28 წლის. სოფლის მეურნეობით იყავით დაკავებული 28 წლამდე. აქამდე კი თქვენი პროფესიით რაიმე დამატებითი კვალიფიკაცია არ მიგიღიათ, მერე თქვენ იწყებთ მუშაობას ერთ-ერთი სასამართლოს დარაჯის თანამდებობაზე და მერე იწყება ძალიან შთამბეჭდავი თქვენი კარიერული წინსვლა და აქ ხართ უკვე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად მობრძანებული. ჩემი აზრით, ეს ცოტა უცნაურია, როდესაც 28 წლამდე ადამიანი საერთოდ არ არის დაკავებული თვითგანვითარებით და ასე მოკლე დროში თავბრუდამხვევ კარიერას იკეთებს იურისპრუდენციისა, განსაკუთრებით სასამართლოს კუთხით,“- განაცხადა ლევან იოსელიანმა.

მსოფლიო
დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს, - ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი ავრცელებს.

„ხვალ საღამოს 9 საათზე (თბილისის დროით ხუთშაბათი, 5:00 საათი), პრეზიდენტი ტრამპი ერს მიმართავს, რათა მათ მნიშვნელოვანი სიახლე გააცნოს“, - წერს ლევიტი X-ზე.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ომი, ძალიან მალე დასრულდება.

„ძალიან მალე დავტოვებთ. ვიტყოდი, რომ შესაძლოა ორ კვირაში. ორ კვირაში, შესაძლოა სამ კვირაში. რეჟიმის შეცვლა მოგვიწია. რეჟიმის შეცვლა არ იყო ერთ-ერთი იმ მიზნებს შორის, რაც მე მქონდა. მე მქონდა ერთი მიზანი: მათ არ ჰქონოდათ ბირთვული იარაღი და ეს მიზანი მიღწეულია. მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. მაგრამ ვასრულებთ სამუშაოს და ვფიქრობ, შესაძლოა ორ კვირაში, შესაძლოა კიდევ რამდენიმე დღეში, შევასრულოთ ეს სამუშაო. მაგრამ გვინდა, რომ გავანადგუროთ ყველაფერი, რაც მათ აქვთ“, - განაცხადა ტრამპმა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის