USD 2.6371
EUR 3.0147
RUB 3.4449
თბილისი
ლევან იოსელიანი გარდაცვლილი მოზარდის საქმეზე: სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის ამ უმძიმეს ფაქტს
თარიღი:  501

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი, ლე­ვან იო­სე­ლი­ა­ნი დიდ დი­ღომ­ში 12 წლის მო­ზარ­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქტს ეხ­მა­უ­რე­ბა და მომ­ხდა­რის გამო მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს.

რო­გორც სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტი, შე­ის­წავ­ლის ამ უმ­ძი­მეს ფაქტს და სა­კუ­თა­რი მან­და­ტის ფარ­გლებ­ში, იკ­ვლევს პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი უწყე­ბე­ბის მხრი­დან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ მოქ­მე­დე­ბებს.

„სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი ღრმა მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს დღეს მომ­ხდა­რი შემ­ზა­რა­ვი ტრა­გე­დი­ის გამო და უსამ­ძიმ­რებს გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვის ოჯახს, ახ­ლობ­ლებ­სა და მე­გობ­რებს. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, აღ­ნიშ­ნულ ფაქ­ტზე შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბის მიერ გან­ხორ­ცი­ელ­დეს მყი­სი­ე­რი რე­ა­გი­რე­ბა, გა­მო­ძი­ე­ბის დრო­უ­ლი და ეფექ­ტი­ა­ნი წარ­მარ­თვა და მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის აღ­სრუ­ლე­ბა. სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტი, შე­ის­წავ­ლის ამ უმ­ძი­მეს ფაქტს და სა­კუ­თა­რი მან­და­ტის ფარ­გლებ­ში, იკ­ვლევს პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი უწყე­ბე­ბის მხრი­დან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ მოქ­მე­დე­ბებს, მათ შო­რის, გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის კუ­თხით“, - ნათ­ქვა­მია სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში.

დი­ღომ­ში 12 წლის მო­ზარ­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გო­გო­ნას ყე­ლის არე­ში და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­და. არას­რულ­წლო­ვა­ნი გუ­შინ, პეტ­რი­წის ქუ­ჩის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ი­დან და­ი­კარ­გა. ბო­ლოს ის ამა­ვე ქუ­ჩის მიმ­დე­ბა­რედ, სკვერ­ში სა­ქა­ნე­ლა­ზე შე­ნიშ­ნეს, გვი­ან ღა­მით კი, სკვე­რი­დან მო­შო­რე­ბით, ბნელ ად­გილ­ზე გარ­დაც­ვლი­ლი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. 

 
 
მსოფლიო
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის