მიმაჩნია, რომ ოპოზიცია პლებისციტს წააგებს, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა კრისტიან დანიელსონთან შეხვედრამდე განაცხადა.
მისი თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის საქართველოში კიდევ ერთი დღით დარჩენა იმაზე მიუთითებს, რომ არსებობს საკითხები, რომლებზეც პოზიციები დაახლოებულია.
„წუხელ დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ დღეს დილით გაიმართებოდა შეხვედრა. მოვედი და ვიმედოვნებ, რომ საბოლოდ შეთანხმებით დასრულდება. დანიელსონის დარჩენა იმაზე მიუთითებს, რომ არსებობს საკითხები, რომლებზეც პოზიციები დაახლოებულია.
რა საკითხზეც ვსაუბრობდი აქამდე, იმ საკითხზე ვისაუბრებ კვლავ, ეს არის სასამართლო რეფორმის შესაძლებლობა ამ შეთანხმების ფარგლებში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და მიმაჩნია, რომ ამ საკითხის ხელიდან გაშვება არ შეიძლება. სასამართლოს რეფორმა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი ტიპის შეთანხმება.
პლებისციტი არ მგონია კარგი იდეა, მაგრამ თუ ოპოზიცია დაუჭერს მხარს, მათი გადასაწყვეტია. მიმაჩნია, რომ ეს ოპოზიციისთვის ცუდი გამოსავალია, რადგან პლებისციტს წააგებს“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.