USD 2.6981
EUR 3.1681
RUB 3.4043
თბილისი
ლევან დავითაშვილმა ეკონომიკის მინისტრის თანამდებობა დატოვა
თარიღი:  430

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ლევან დავითაშვილი ეკონომიკურ საკითხებში პრემიერის მთავარი მრჩევლისა და ეკონომიკური საბჭოს მდივნის თანამდებობას დაიკავებს.

„ქვეყნის ეკონომიკის განვითარება, მოგეხსნებათ, ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. სწორედ ეკონომიკის განვითარებაზეა არსებითად დამოკიდებული არამხოლოდ მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესება, ასევე თითოეული დარგის განვითარება, საქართველოს დემოკრატიული სისტემის განმტკიცება და ასევე, ჩვენი საგარეო პოლიტიკური პოზიციების გაძლიერებაც. ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკის დაგეგმვისა და აღსრულების სისტემის დასახვეწად მივიღეთ გადაწყვეტილება ეკონომიკური საბჭოს გაძლიერების შესახებ. ამ მიზნით, გადაიხდება ეკონომიკური საბჭოს ფუნქციები, ასევე შემადგენლობა. ეკონომიკის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩევლის და ეკონომიკური საბჭოს მდივნის თანამდებობას დაიკავებს ლევან დავითაშვილი.

როგორც მოგეხსნებათ, სამინისტროს მართვა ყოველდღიურ მძიმე რუტინასთან არის დაკავშირებული. ამ რუტინისგან გათავისუფლება ლევანს მისცემს საშუალებას, კიდევ უფრო დიდი წარმატებით უზრუნველყოს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის შემდგომი დაჩქარება, ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვა და სხვა შესაბამისი ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. როგორც მოგეხსენებათ, ლევან დავითაშვილი არის განსაკუთრებული, გამორჩეული კვალიფიკაციის მქონე ეკონომისტი და ვფიქრობ, რომ ამ პოზიციიდან ის საუკეთესოდ შეძლებს ამ მისიის შესრულებას. ის ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის კიდევ უფრო მეტად დაჩქარებას, ინვესტიციების მოზიდვას. წარმატებები მინდა ვუსურვო ამ ძალიან საპასუხისმგებლო პოზიციაზე", - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, ლევან დავითაშვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობას 2022 წლის 9 თებერვლიდან იკავებდა. იქამდე დავითაშვილს სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობა ეკავა.

თბილისი
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის