USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
თბილისი
ლევან დავითაშვილი: ვმუშაობთ, რომ გრძელვადიან პერიოდში სტაბილურად შევინარჩუნოთ ტვირთები და ტვირთბრუნვის ზრდა
თარიღი:  500

„თუ დავაკვირდებით ეკონომიკურ ზრდას, ბოლო წლებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ტრანსპორტის, ლოგისტიკისა და დასაწყობების სფეროები. ბოლო წლებში ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა სწორედ ამ მიმართულებით ფიქსირდება. მათ შორის, სარკინიგზო გადაზიდვები უმთავრესი პრიორიტეტია,“ - განაცხადა პირველ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, 2025 წელს საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი დასრულდება, რომლითაც გაიზრდება რკინიგზის სიჩქარე, უსაფრთხოება და გამტარუნარიანობა. მოდერნიზაციის შედეგად, საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობა წელიწადში 48 მლნ ტონამდე გაიზრდება. მისი თქმით, ეს ყველაფერი საშუალება იძლევა, რომ კიდევ უფრო გაიზარდოს ტვირთბრუნვა საქართველოს დერეფანში და კიდევ უფრო მეტი შემოსავალი მიიღოს არა მხოლოდ რკინიგზამ, არამედ ლოგისტიკურ ჯაჭვში ჩართულმა რგოლებმა.

„ჩვენ რეგულარულად ვხვდებით სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიებს და ვსაუბრობთ მომავალ პერსპექტივაზე, როგორ შეიძლება დამატებით და გრძელვადიანად დავამაგროთ ჩვენს დერეფანში ახალი ტვირთები, ანუ საქართველომ, ერთი მხრივ, გაზარდოს თავისი სატრანზიტო ფუნქცია და მეორე მხრივ, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებით, რომელიც ტრანსპორტისა და ლოგისტიკურ სფეროებს უკავშირდება, ჩვენი საექსპორტო პოტენციალიც ავამაღლოთ,“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, დაგეგმილია 600 ბლოკ მატარებელი შუა დერეფნის გავლით.

„ჩინეთიდან წამოვა ახალი ტვირთები, რაზეც უკვე შეთანხმება არსებობს. ესეც დამატებით მნიშვნელოვანი სტიმული იქნება შუა დერეფნის ტვირთბრუნვის ზრდის კუთხით,“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მისი თქმით, მიმდინარეობს მუშაობა, რომ გრძელვადიან პერიოდში სტაბილურად შენარჩუნდეს ტვირთები და ტვირთბრუნვის ზრდა.

საზოგადოება
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის