USD 2.7438
EUR 3.1924
RUB 3.4831
თბილისი
ლევან დავითაშვილი წინანდლის მამულში მიმდინარე “Grand Jury Du Vin”-ის ღვინის სიმპოზიუმის გახსნას დაესწრო
თარიღი:  824
„საქართველოში იმართება მსოფლიოში ალბათ ყველაზე უფრო ელიტარული და პრესტიჟული ღვინის დეგუსტაცია „Grand Jury Du Vin” ეგიდით. აქ ჩვენ შანსი გვაქვს, რომ ქართული ღვინოები მსოფლიოს წამყვან ღვინოებთან ერთად გაისინჯოს და შეფასდეს მაღალპროფესიონალი, ყველაზე კომპეტენტური ექსპერტების მიერ“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა წინანდლის მამულში ღვინის სიმპოზიუმის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
შვეიცარიული ასოციაცია „Grand Jury Du Vin”-ის ღვინის სიმპოზიუმი საქართველოში უკვე მეორედ იმართება - წინანდლის მამული ყველაზე ცნობილ პროფესიონალებს მეღვინეობის სხვადასხვა რეგიონიდან, სომელიეებს, ღვინის ექსპერტებს და ამ სფეროში მომუშავე ჟურნალისტებს 4-5 ოქტომბერს მასპინძლობს.
აღსანიშნავია, რომ 1996 წელს შვეიცარიაში დაარსებული ასოციაცია ყველაზე პრესტიჟულ ღვინის სიმპოზიუმებს წლების განმავლობაში იტალიაში, კომოს ტბაზე მდებარე Villa d’Este-ში, მასპინძლობდა, 2023 წელს კი „სილქ როუდ ჯგუფის“ ინიციატივით და „საქართველოს ბანკთან“ პარტნიორობით ღონისძიება პირველად გაიმართა საქართველოში, კერძოდ, წინანდლის მამულში და ყოველწლიურ ტრადიციად იქცა.
წელს სიმპოზიუმზე ბურგუნდიულ ღვინოსთან ერთად შეფასებული იქნება ქართული, კერძოდ, საფერავი და ქვევრის ღვინოები.
“ვფიქრობ, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ეს ფორმატი და ქართული ღვინოები ეტაპობრივად, ყოველ წელს სხვადასხვა პრესტიჟულ ღვინოებთან ერთად გაისინჯოს, რაც მათი შედარების და ქართული ღვინოების ნელ-ნელა, წლების განმავლობაში ამ ღვინოებთან ერთად საერთაშორისო ბაზარზე პოზიციონირების შესაძლებლობას მოგვცემს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
 
თბილისი
ვაკის გამგეობა - უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს
უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. გამგეობის წარმომადგენლები, საქალაქო სამსახურებთან და კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად, მონიტორინგსა და ადგილზე შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ.
 
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს შიდა ქუჩების თოვლისგან დასუფთავება, საერთო ჯამში, რეაგირება განხორციელდა რამდენიმე ათეულ ქუჩაზე, სადაც მოსახლეობის გადაადგილება განსაკუთრებით პრობლემური იყო.
 
ამ დროისთვის, 50-მდე ქუჩაზე გზა გასუფთავებულია, ხოლო 20-ზე მეტ მისამართზე სამუშაოები დაგეგმილია
.
ასევე, აქტიურად მიმდინარეობს დაზიანებული, საფრთხის შემცველი ხეების სხვლა, დამუშავება და გატანა. მერიის ცხელი ხაზის და საგანგებო სამსახურის, 112-ის საშულებით, დაახლოებით, 200-ზე მეტი შეტყობინება შემოვიდა.
 
მოსახლეობას შევახსენებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე, ნომერზე 032 2 72 22 22.
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის