USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Тбилиси
ლევან დავითაშვილი: საქართველოში რეგისტრირებული 80 აგრარული ბაზრიდან უმრავლესობა ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს
дата:  446

საქართველოში რეგისტრირებულია 80 აგრარული ბაზარი და მათგან უმრავლესობა ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს. შესაბამისად, არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ყველა ეს ობიექტი დღეიდან ამოქმედდებოდა, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ერთი მხრივ, მოსახლეობას ჰქონდეს მუშაობის საშუალება და მეორე მხრივ, მსოფლიო პანდემიის პირობებში, დაცული იყოს უსაფრთხოების ყველა წესი.

აგრარული ბაზრები დღეიდან, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებშიც იხსნება. მათ შორის ბათუმში მდებარე ღია აგრარული და თევზის ბაზრები.

ტერიტორიაზე დაუშვებელია პირბადის გარეშე შესვლა. მომხმარებლებს ადგილზე თერმოსკრინინგი ჩაუტარდებათ და გადაეცემათ ერთჯერადი ხელთათმანები. ასევე, მკაცრად იქნება დაცული დისტანცია. ადგილზე შესულ ყველა მანქანას ჩაუტარდება დეზინფექცია.

Тбилиси
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати