USD 2.7236
EUR 3.0431
RUB 2.9300
Tbilisi
ლევან დავითაშვილი განმარტავს, რატომ მიეცათ მუშაობის უფლება სავაჭრო ობიექტებს და არ გაიხსნა ღია ტიპის ბაზრობები
Date:  318

სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატი ლევან დავითაშვილი განმარტავს, რატომ გაიხსნა სავაჭრო ობიექტები და არ გაიხსნა ღია ტიპის ბაზრობები.

როგორც დავითაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებს, რადგან სავაჭრო ცენტრებში წესრიგისა და სანიტარული ნორმების დაცვა ბაზრობებთან შედარებით მეტადაა შესაძლებელი.

“ჩვენთვის ძალიან მძიმეა ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც შეზღუდვების დაწესებას ან მოხსნას უკავშირდება. აქ სოციალური სამართლიანობის დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია - გვესმის ეს ამბავი. მაგრამ იმის გამო, რომ ჩვენთვის ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლეა პრიორიტეტი, ჩვენი გადაწყვეტილებები ეყრდნობა ეპიდემიოლოგების რჩევებს. იქ, სადაც მეტად შესაძლებელი იქნებოდა წესრიგის, სანიტარული ნორმების დაცვა და რიგების კონტროლი - ეს პასუხისმგებლობა განესაზღვრათ მოლებს, თუ ეს ასე არ იქნება, შრომის ინსპექციას მყისიერი რეაგირება აქვს დავალებული. ამიტომ აღსრულების მეტი სივრცე არსებობს ბაზრობებთან შედარებით. გვესმის, რომ ბაზრობები ზიანდება, ამიტომ დახმარების პაკეტის ნაწილი ესეც იყო, როდესაც ჩვენ ბაზრობებზე მომუშავე ადამიანების სოციალურ კომპენსირებას ვითვალისწინებთ, რადგან გვესმის, რომ ამ ადამიანებს ვაზიანებთ, მაგრამ ეს გადაწყვეტილება ეფუძნება ეპიდემიოლოგების რჩევებს“, - განაცხადა დავითაშვილმა.

ცნობისთვის, დღეიდან, 24 იანვრიდან 2 იანვრის ჩათვლით სავაჭრო ცენტრებს მუშაობის განახლების შესაძლებლობა მიეცათ, თუმცა ღია ტიპის ბაზრობებს ფუნქციონირება კვლავ აკრძალული აქვთ.

region
გორში, 12 ჰექტარზე გაშენებული ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა
ქალაქ გორის ცენტრალური პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დასრულდა
 
განახლებული პარკით უკვე სარგებლობენ ქალაქის მაცხოვრებლები და მისი სტუმრები
 
პარკის ტერიტორია დაიყო სხვადასხვა ტიპის - სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად. შეიქმნა ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულს ხდის პარკში დასვენებას და დროის გატარებას ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისა თუ მათი მშობლებისათვის
 
რეაბილიტაცია ჩაუტარდა პარკში არსებულ ხელოვნურ ტბასა და 2 შადრევანს, შენობა-ნაგებობებს და საზოგადოებრივ საპირფარეშოებს; მოეწყო ახალი საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატურები, სივრცეები ღია კაფეებისთვის, სკეიტპარკი, ფამფტრეკი და საბავშვო ატრაქციონები
 
„12 ჰექტარზე გაშენებული გორის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა. პარკმა მოგვცა ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო, სხვადასხვა დანიშნულების სივრცეების მოწყობის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პარკში შეიქმნა ინფრასტრუქტურა, რომელიც იმართება კერძო სექტორის ჩართულობით. განახლებული პარკით გორს უკვე აქვს დიდი და საინტერესო რეკრეაციული სივრცე, რაც მნიშნელოვანია ყველა ქალაქისთვის,”-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ გორის ახლად რეაბილიტირებული ცენტრალური პარკის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პარკის გამწვანებისათვის, 46,793 კვმ ტერიტორიაზე დაირგო ბალახი, 237 ხე და 10,649 მცენარე, დამონტაჟდა საინჟინრო ქსელები კანალიზაციის, წყალმომარაგების და საირიგაციო ავტომატიზებული სისტემებისთვის. თანამედროვე პარკების ანალოგიურად, ტერიტორიაზე ცალკე მოეწყო ძაღლების სასეირნო სპეციალური სივრცე
 
გორის ცენტრალური პარკის განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისა და ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის
 
გორის პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში, 12.2 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა.
 
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way