გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის პროგნოზი უფრო გამართლდა, ვიდრე საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების. მისი თქმით, ქვეყანაში 2021 წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა.
შეგახსენებთ, საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2021 წლის საშუალო რეალური ზრდა 10.6 პროცენტით განისაზღვრა.
დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ირანში ხიდებსა და ელექტროსადგურებს გაანადგურებს, თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში გემებს თავს დაესხმება.
„ამ მომენტიდან ყოველ ჯერზე, როდესაც ირანის ისლამური რესპუბლიკა რაკეტით, დრონით ან სხვა იარაღით ჰორმუზის სრუტეში გემს დაარტყამს, ამერიკის შეერთებული შტატები დაბომბავს და გაანადგურებს ერთ ხიდს ან ელექტროსადგურს“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.
ტრამპის თქმით, აშშ ირანის დედაქალაქ თეირანში და მის სიახლოვეს მდებარე ხიდებსა და ელექტროსადგურებსაც დაარტყამს.