USD 2.6285
EUR 2.9931
RUB 3.3635
თბილისი
ლევან დავითაშვილი: 2021 წელს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა გვქონდა
თარიღი:  1046

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის პროგნოზი უფრო გამართლდა, ვიდრე საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების. მისი თქმით, ქვეყანაში 2021 წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა.

“ეკონომიკური ზრდა, წინასწარი მონაცემებით არის 10.6%. ჩვენ შევძელით ეკონომიკის აღდგენა რეალურად მოგვეხდინა. ის დანაკარგი, რომელიც 2020 წელს მივიღეთ, ეკონომიკის შემცირებით, ფაქტობრივად სრულადაა აღდგენილი. ჩვენი პროგნოზი, რომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვექნებოდა 2021 წელს, სრულად გამართლდა. ჩვენი პროგნოზი ბევრად ზუსტი იყო, ვიდრე საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების, რომლებიც უფრო კონსერვატორულ მაჩვენებლებს ვარაუდობდნენ. ჩვენ გვქონდა, არა მარტო რეგიონში, არამედ ევროპაში, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა და შესაბამისად ეკონომიკის აღდგენა 2021 წელს”, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2021 წლის საშუალო რეალური ზრდა 10.6 პროცენტით განისაზღვრა.

მსოფლიო
დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ირანში ხიდებსა და ელექტროსადგურებს გაანადგურებს, თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში გემებს თავს დაესხმება

დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ირანში ხიდებსა და ელექტროსადგურებს გაანადგურებს, თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში გემებს თავს დაესხმება.

„ამ მომენტიდან ყოველ ჯერზე, როდესაც ირანის ისლამური რესპუბლიკა რაკეტით, დრონით ან სხვა იარაღით ჰორმუზის სრუტეში გემს დაარტყამს, ამერიკის შეერთებული შტატები დაბომბავს და გაანადგურებს ერთ ხიდს ან ელექტროსადგურს“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.

ტრამპის თქმით, აშშ ირანის დედაქალაქ თეირანში და მის სიახლოვეს მდებარე ხიდებსა და ელექტროსადგურებსაც დაარტყამს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის