USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
Tbilisi
ლევან დავითაშვილი - ტურიზმის ინდუსტრიაში ვიზიტების რაოდენობა, პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, თითქმის სრულად აღდგა
Date:  1463

ტურიზმი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი დარგია, ყველაზე ინკლუზიურია, რადგან სექტორში დადებითი ტენდენციები მოსახლეობის მდგომარეობაზე პირდაპირ აისახება ხოლმე. ასევე მნიშვნელოვანია შემოსავლების კუთხით ტურიზმის სტრუქტურაში ხარისხობრივი გაუმჯობესება - ბოლო წლების განმავლობაში შემოსავლები ტურიზმიდან უფრო მეტია, ვიდრე ადრე იყო , - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ტურიზმის ინდუსტრიაში მიმდინარე პროცესები და სტატისტიკური მაჩვენებლები შეაფასა.

ვიცე-პრემიერის განცხადებით, შემოსავლების ზრდასთან ერთად მნიშვნელოვანია ტურიზმის რაოდენობრივი აღდგენაც, რადგან ქვეყანას სჭირდება ტურიზმიდან კიდევ უფრო მეტი შედეგის მიღება, მათ შორის, რეგიონებში. მისივე შეფასებით, ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც არ გვაქვს სრული აღდგენა ან უფრო მეტი ზრდა 2019 წელთან შედარებით, არის რეგიონში არსებული ვითარება, მათ შორის, დაკეტილი საზღვრები ტრადიციულ ბაზრებთან და ა.შ.

 „ტენდენციები ნამდვილად დადებითია, ეს მიუთითებს ერთ რამეზე, რომ ჩვენ გვაქვს გამიზნული, კარგად კოორდინირებული პოლიტიკა, მათ შორის ტურიზმის კერძო სექტორთან, ასევე ცნობადობის კამპანიები, მაგალითად, „აითიბი ბერლინი," რომელიც ჩატარდა ძალიან წარმატებით და სხვა მნიშვნელოვანი პლატფორმები, სადაც აქტივობას არ ვანელებთ, პირიქით, უფრო ამბიციური გეგმები გვაქვს მომავალ წლებში" , - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2023 წლის I-III კვარტალში საქართველოში 5,566,980 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 76.9% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა +43%-ია. 9 თვეში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 3,655,576 შეადგინა, რაც 2019 წლის მონაცემის 91.6% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით ზრდა +35.2%-ია. მათივე ცნობით, 2023 წლის 9 თვეში საქართველოში 5.6 მილიონი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, მათ შორის, ტურისტული ვიზიტის რაოდენობა 3 600 000-ზე მეტს შეადგენს, რაც 2019 წლის მონაცემებთან მიმართებაში თითქმის სრული აღდგენაა.

საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 35.2%-ით არის ასევე გაზრდილი 2022 წელთან შედარებით.

society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way