USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
Тбилиси
ლევან დავითაშვილი - ტურიზმიდან შემოსავლები რეკორდულად იზრდება
дата:  537

ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, აქტიურად მიმდინარეობს ტურისტული ინფრასტრუქტურის, ბალნეოლოგიური კურორტების, საბაგიროების, კონკურენტული სერვისებისა და ახალი, მიმზიდველი მიმართულებების განვითარება.

ამ საკითხებზე ვიცე-პრემიერმა საქართველოს პარლამენტში, „მინისტრის საათის" ფორმატში გამოსვლის დროს მოხსენებაში ისაუბრა.

ეკონომიკის მინისტრმა ხაზი გაუსვა ტურიზმიდან შემოსავლების რეკორდულ ზრდას და, ზოგადად, ტურიზმის აღდგენის დინამიკას, რაც პანდემიის შემდეგ ფიქსირდება ჩვენს ქვეყანაში. მისი თქმით, გასულ წელს მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის, ანუ პანდემიამდელ დონეს 7.6%-ით გადააჭარბა და 3.5 მილიარდ აშშ დოლარი შეადგინა. 2021 წელთან შედარებით კი ზრდამ 182.5% შეადგინა. ჯამურად, ჩვენს ქვეყანაში 2022 წელს 5.5 მილიონი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა.

„უნდა აღინიშნოს, რომ 2023 წლის ორ კვარტალში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 1.8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია და ზრდა პანდემიამდელ ანუ 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 24%-ს შეადგენს. მიმდინარე წლის პირველი ორი კვარტლის მდგომარეობით, ქვეყანამ 2.9 მილიონ საერთაშორისო მოგზაურს უმასპინძლა, რაც 2019 წლის მონაცემების 74%-იანი აღდგენაა. მოლოდინი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო ტურიზმიდან 4.4 მილიარდ აშშ დოლარის შემოსავალს მიიღებს" - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის ინფორმაციით, წლევანდელი მონაცემები ქმნის საფუძვლიან მოლოდინს, რომ წლის ბოლომდე საქართველომ 6.6 მილიონ საერთაშორისო მოგზაურს უმასპინძლოს, რაც 2019 წლის მონაცემების 70.1% აღდგენაა.

„ტურისტული ბაზრის დივერსიფიკაციის მიზნით ერთ-ერთი აღსანიშნი ფაქტორია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან თანამშრომლობის გაღრმავება, რადგან ის მსოფლიოში ყველაზე დიდი ტურისტული ბაზარია - ყოველწლიურად ჩინეთიდან სხვადასხვა ქვეყანას 150 მილიონზე მეტი ტურისტი სტუმრობს და მათი დანახარჯები დაახლოებით 300 მლრდ დოლარამდეა. ჩინეთთან უვიზო რეჟიმი დამატებითი სტიმულია ჩინეთის ტურისტული კომპანიებისთვის, რათა საქართველო განიხილონ, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილი. ამასთან, აქტიურად ვიმუშავეთ ჩინეთთან უფრო მეტი პირდაპირი ავიარეისების საკითხზე", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

мир
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати