USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Tbilisi
ლევან დავითაშვილი - ჩინეთში ვიცავდით დიპლომატიურ პროტოკოლს, ამავე დროს გაგვაჩნია მიუღებლობა ოკუპაციის მიმართ
Date:  547

ჩვენ ვიცავდით დიპლომატიურ პროტოკოლს, მაგრამ ამავე დროს ჩვენ გაგვაჩნია ჩვენი მიუღებლობა ოკუპაციის მიმართ - ჩვენ არ გვაქვს სხვა ტიპის ურთიერთობა, დამატებითი შეხვედრები, კარს მიღმა დიალოგი და ა.შ. ასეთი რამ არ არსებობს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რითაც ჩინეთში გამართულ ფორუმში მონაწილეობას, რომელსაც ასევე ესწრებოდა რუსეთის პრეზიდენტი.

ვიცე-პრემიერის თქმით, ქართული დელეგაციისთვის მონაწილეთა განლაგება, მონაწილეობის შესახებ არ იყო ცნობილი.

მისივე თქმით, საქართველო მონაწილეობდა ფორუმში იყო დიპლომატიური პროტოკოლის და პარტნიორი ქვეყნის მიმართ პატივისცემის გამოხატვა.

„პრეზიდენტი სი ძინპინის მოწვევით ვიყავით. როდესაც მასპინძელი ქვეყანა გიწვევს, ეს არის დიპლომატიური პროტოკოლის ნაწილი, რომ ჩვენ ვიღებთ მოწვევას, როდესაც მონაწილეები ვართ თვითონ ფორუმის, ამიტომ ჩვენ დავესწარით მიღებას, რომელიც პრეზიდენტმა სიმ გამართა. ჩვენთვის მონაწილეთა განლაგება, მონაწილეობის შესახებ ამ დროს არ იყო ცნობილი. ხაზს გავუსვამ, რომ ჩვენ არანაირი მოლაპარაკება, დიალოგი, შეხვედრა არ გვქონდა და ეს არის ცრუ ინფორმაცია, სპეკულაციები. ასევე სახელმწიფო მეთაურების და დელეგაციების განლაგება, მათ შორის მინისტრების, იყო გამიჯნული. ამიტომ, ერთიანი სურათის ჩამოყალიბება, ეს არის მონტაჟი. ჩვენ ვმონაწილეობდით იმ პატივისცემიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენ გვაქვს ჩვენს პარტნიორ ქვეყანასთან. ეს არის პატივისცემა მასპინძელი ქვეყნის მიმართ და ეს არ არის რამე სხვა ჟესტი, ამ შემთხვევაში ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლების მიმართ.

რიგითი მოქალაქეებისგან განსხვავებით, სახელმწიფო თანამდებობის პირებს სხვა ტიპის პასუხისმგებლობა გააჩნიათ და ჩვენი მთავარი ამოცანა, რომ ჩვენი პასუხისმგებლობა ბოლომდე შევასრულოთ. ამ შემთხვევაში ჩვენ არ წარმოვადგენთ ჩვენს თავს, წარმოვადგენთ ჩვენს ქვეყანას და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყანა ღირსეულად იყოს წარმოდგენილი ჩვენ პარტნიორ ქვეყნებთან. დანარჩენი არის ინტერპრეტაციები და სპეკულაციები, რომ ჩვენ შეიძლება სხვა ტიპის დიალოგი და ურთიერთობა გვქონდეს შეხვედრაზე. ჩვენ ვიცავდით დიპლომატიურ პროტოკოლს, მაგრამ ამავე დროს ჩვენ გაგვაჩნია ჩვენი მიუღებლობა ოკუპაციის მიმართ. ასევე ჩვენ არ გვაქვს სხვა ტიპის ურთიერთობა, დამატებითი შეხვედრები, კარს მიღმა დიალოგი და ა.შ. ასეთი რამ არ არსებობს. ეს ყველაფერი არის სპეკულაცია და მოსახლეობის დაბნევის მცდელობა. ჩვენი ქცევა იყო დიპლომატიური პროტოკოლის და ჩვენი პარტნიორი ქვეყნის მიმართ პატივისცემის გამოხატვა,

ეს არ არის კომფორტის ზონა, ეს არის პასუხისმგებლობის ზონა, როდესაც ასეთი ტიპის ფორუმებში ვიღებთ მონაწილეობას. ჩვენ ვიღებთ და მივიღებთ მონაწილეობას, იმიტომ რომ ჩვენ საქართველოს ინტერესებს ვემსახურებით“, - განაცხადა დავითაშვილმა.

კითხვაზე, რატომ არ დატოვეს საქართველოს წარმომადგენლებმა დარბაზი, დავითაშვილი პასუხობს, რომ ეს არა მარტო დიპლომატიური პროტოკოლის დარღვევა იქნებოდა, არამედ საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობების დაზიანება.

„ეს არა მარტო დიპლომატიური პროტოკოლის დარღვევა იქნებოდა, არა რომელიმე ქვეყნის ინტერესების დაკნინება, რადგან ამით ვერავის ინტერესს დავაზიანებდით, მაგრამ ეს იქნებოდა საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობების დაზიანება“,- აღნიშნა დავითაშვილმა.

მისივე განმარტებით, ევროკავშირში ჩვენი ინტეგრაციის პროცესს არ დააზიანებს. რადგან საქართველო გულწრფელია სტრატეგიულ პარტნიორებთან, მათ შორის დასავლეთთან და ევროკავშირთან.

„ჩვენ არაფერს ვაკეთებთ დამალულად, ვაკეთებთ ყველაფერს ღიად და დიალოგის რეჟიმში.

ჩვენი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები ასევე ევროკავშირის ლიდერები ესწრებოდნენ ამ ფორუმს და არა მხოლოდ ამ ფორუმს, იცით, რომ სხვადასხვა ფორმატის ფარგლებში მათ ინტენსიური დიალოგი აქვთ ჩინეთის ხელისუფლებასთან, მათ შორის G20- ის ფარგლებში. საქართველოს მონაწილეობა ასეთ ფორმატში ემსახურება მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს.

ჩვენ არანაირი დიალოგი და ფარული კომუნიკაცია არავისთან არ გვქონია. ჩვენ შევეცდებით სხვადასხვა სახის ფორმატების გამოყენებას , იმისათვის რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დავიცვათ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

tbilisi
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
By the way