USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Tbilisi
ლევან დავითაშვილი - „აბრეშუმის გზის ფორუმის“ მიმართ დიდი დაინტერესება მიანიშნებს, რომ რეგიონში საქართველოს როლი იზრდება
Date:  1022

ფორუმის მიმართ დაინტერესება განსაკუთრებით გაზრდილია 2023 წელს, რაც მიანიშნებს იმას, რომ ზოგადად საქართველოს როლი იზრდება რეგიონში, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო, როგორც სტაბილური, საინტერესო და დინამიურად განვითარებადი ეკონომიკა მიმზიდველია ინვესტორებისთვის.

„პანდემიის გამო წინა წლებში ჩვენ ვერ მოვახერხეთ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ჩატარება და დღეს, პოსტპანდემიურ პერიოდში დაინტერესება არის ძალიან დიდი, ისეთი როგორიც არასდროს აქამდე. გვყავს 2000-ზე მეტი მონაწილე, 50-მდე ქვეყნის წარმომადგენელია ჩამოსული და ეს არ არის მხოლოდ მაღალი დონის პოლიტიკური თანამდებობის პირების მონაწილეობა, არამედ, ჩვენ ვხედავთ ბიზნესის ძალიან აქტიურ ჩართულობას. ფორუმის მიმართ დაინტერესება განსაკუთრებით გაზრდილია 2023 წელს, რაც მიანიშნებს იმას, რომ ზოგადად საქართველოს როლი იზრდება რეგიონში. საქართველო, როგორც სტაბილური, საინტერესო და დინამიურად განვითარებადი ეკონომიკა მიმზიდველია ინვესტორებისთვის, ბიზნესის კეთებისთვის ეს არის ხელსაყრელი გარემო და დარწმუნებული ვარ, რომ ფორუმის ფარგლებში ძალიან ბევრი წარმატებული გარიგება მოხდება ბიზნესებს შორის და ასევე, იქნება ძალიან საინტერესო დისკუსიები პოლიტიკოსების მხრიდან ამა თუ იმ თემაზე. იცით, რომ ჩვენ ბევრ მიმართულებას ვფარავთ - ტრანსპორტი, შუა დერეფნის პერსპექტივები, ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები, ფინანსები და ბევრი სხვა, რაზეც ფორუმის ფარგლებში გვექნება მსჯელობა. ფორუმი დიდი იმედი მაქვს, რომ წარმატებით ჩაივლის და საქართველოს პოპულარიზაციას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს. საქართველოშიც უნდა ხდებოდეს მაღალ დონეზე მნიშვნელოვან ეკონომიკურ საკითხებზე მსჯელობა და გადაწყვეტილებების მიღება და ვფიქრობ, რომ ჩვენ ამის პოტენციალი გვაქვს", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

რაც შეეხება „შუა დერეფნის“ პერსპექტივებს - მინისტრის განცხადებით, საქართველოს როლი იზრდება, მათ შორის, სატრანსპორტო ლოგისტიკური მიმართულებით.

„თქვენ იცით, რომ საქართველო სხვადასხვა დერეფანში მონაწილეობს ეფექტურად, მათ შორის, „შუა დერეფნის“ როლი იზრდება ყველაზე მეტად როგორც ალტერნატიული, საიმედო მარშრუტის როლი და ასევე, უმოკლესი მარშრუტის ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი გზის და ამაზე ჩვენ წლებია ვმუშაობთ იმისთვის, რომ ეფექტიანობა გაიზარდოს. როცა ჩვენ ვსაუბრობთ დაკავშირებადობაზე - ჩვენ არ ვსაუბრობთ მხოლოდ სატრანსპორტო კავშირებზე, ვსაუბრობთ ეკონომიკური კავშირების და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაზე, საინვესტიციო შესაძლებლობებზე და თანამშრომლობაზე ეკონომიკის სხვადასხვა მიმართულებით. ზოგადად საქართველოს როლი გაზრდილი არა მხოლოდ სატრანსპორტო ლოგისტიკური სექტორების მიმართ, არამედ ბევრი სხვა დარგის მიმართ და ამიტომაც ძალიან ფართოა იმ კომპანიათა სამოქმედო არეალი, რომელიც საქართველოს ეწვია ფორუმის ფარგლებში“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

tbilisi
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way