USD 2.6883
EUR 3.1684
RUB 3.5974
თბილისი
ლევან დავითაშვილი - 2025 წლის მაისიდან ავტოსადგურები თანამედროვე სტანდარტებში უნდა მოექცნენ და შესაბამისი ვიზუალიც უნდა ქონდეთ
თარიღი:  738

საქართველოს მთავრობა გეგმავს, რომ 2025 წლისთვის სრულად დაარეგულიროს ქვეყანაში საქალაქთაშორისო მგზავრობა.

მთავრობის ცნობით, პროექტი „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებს ითვალისწინებს და ის შემუშავებულია ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის რეფორმების ფარგლებში.

საქართველოს მთავრობის სხდომაზე დღეს ავტოსადგურებთან დაკავშირებით ცვლილებებზე იმსჯელეს. როგორც ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, საკითხი თვეების განმავლობაში განიხილებოდა ეკონომიკის სამინისტროში და მიმდინარეობდა მსჯელობა.

მინისტრის თქმით, შიდა გადაყვანები მოექცევა სანებართვო სისტემაში და მოხდება სერტიფიცირება სატრანსპორტო სააგენტოს მხრიდან.

„დღეს ქვეყანაში უამრავი ავტოვაგზალი არსებობს, რომლებიც არანაირ წესებში არ არის მოქცეული, არანაირი სტანდარტი არ არის დაცული და ხარისხიც დაბალია. ეს ჩვენი ქვეყნის ვიზუალზეც აისახება, აისახება ტურიზმზეც და ჩვენი მოქალაქეები არც ისე კომფორტულად გადაადგილდებიან. ამ შემთხვევაში პროექტის მიხედვით ავტოსადგურების მიმართ კონკრეტული მოთხოვნები იქნება. სამი ტიპის ავტოსადგურები განისაზღვრება: პირველი, მეორე და მესამე კლასი. დიდ ქალაქებში იქნება პირველი კლასის სადგურები, ხოლო ძალიან პატარა მუნიციპალიტეტებში მცირე მოთხოვნებით, მაგრამ კომფორტული და მინიმალური პირობებით, რაც მოქალაქეებს სჭირდებათ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.



მინისტრი დარწმუნებულია, რომ რეფორმის შედეგად ავტოსადგურები იქნება მოწესრიგებული, თანამედროვე სტანდარტების. ლევან დავითაშვილის თქმით, სერტიფიცირების გავლა მოუწევთ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს და გადამზიდავ საშუალებებსაც.

გარდა ამისა, ბილეთების სისტემაც გახდება ელექტრონული.

ლევან დავითაშვილი ვარაუდობს, რომ 2024 წლის პირველ თებერვლამდე გადამზიდავებმა უნდა დააკმაყოფილონ ელემენტარული პირობები, ხოლო 2025 წლის მაისისთვის მთლიანი რეფორმა სრულყოფილად უნდა განხორციელდეს.

მინისტრის თქმით, რეფორმა საჭიროებს ინვესტიციებს და მთავრობა მზად არის განიხილოს მათ შორის „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში შეღავათიანი დაფინანსების პროგრამა.

“ბილეთებს რაც შეეხება, პროცესი იქნება გამჭვირვალე და ფასები გარკვეულ ლოგიკას დაექვემდებარება. ზოგ შემთხვევაში შეიძლება გაიაფდეს. ამ რეფორმის ფარგლებში ბილეთის გაძვირებას არ ველოდებით“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

საზოგადოება
საპატრიარქომ აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მროველ-ურბნელი მიტროპოლიტ იობის განათლებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

საპატრიარქო განმარტავს, რომ 2026 წლის 23 აპრილს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) წერილობითი თხოვნით მიმართა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორს, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს, რათა მცხეთის სასულიერო სემინარიაში მიღებული განათლების შესაბამისად მისცემოდა დიპლომის ასლი.

საპატრიარქოს თანახმად, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში დაიწყო საქმის წარმოება, რაც ითვალისწინებდა, თავის მხრივ, მიტროპოლიტ იობის მიერ სწავლის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის მოძიებას.

„თბილისის სასულიერო აკადემიამ და სემინარიამ საქართველოს საპატრიარქოს არქივში დაიწყო მასალის მოძიება. მოძიებულ მასალაზე დაყრდნობით, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის 2017 წლის 20 ოქტომბრის N134 ბრძანების საფუძველზე, მიმართა სასწავლებლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელ კომისიას შესაბამისი მტკიცებულებებით. აღნიშნული კომისიის სხდომა გაიმართა ამა წლის 5 მაისს, 13:00 საათზე.

კომისიამ მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა მას თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის