USD 2.7438
EUR 3.1924
RUB 3.4831
თბილისი
ლევან ბოძაშვილი Google-ის წინააღმდეგ. ჩვენ ვართ სარეკლამო მონაცემების მწარმოებლები და ჩვენ ამაში თანხას არავინ გვიხდის
თარიღი:  1216

ნეირონის ხელოვნური ინტელექტის აკადემიის რექტორი ლევან ბოძაშვილი კორპორაცია Google-ის წინააღმდეგ სასამართლო დავის დაწყებას გეგმავს.

კორპორაციის მიერ პერსონალურ მონაცემთა მოპოვება-გამოყენებაზე დავა პრეცენდენტული იქნება და მისი მთავარი მიზანია სახელმწიფოსთვის საგადასახადო რეგულაციებზე მუშაობის დაწყების დავალდებულება.

„ყველა  გიგანტი კომპანია დღეს კაპიტალიზირებს, ასე ვთქვათ, თავის განვითარებას ახდენს ინდივიდუალური მონაცმეებით. Google-ში, Facebook-სა  და ნებისმიერ  ვირტუალურ ქსელში ხელოვნური ინტელექტის მიერ იმდენად არის სინქრონიზებული ყველაფერი, რომ პატარა მინაწერი, ე.წ  მესიჯიც კი მონაცემია. პრაქტიკულად ყველაფერი მონაცემია. ჩვენ დღეს ვცხოვრობთ 175 სიქსტილიონი მონაცემის ეპოქაში, რომელიც 2025 წლისთვის 10-ჯერ მეტი იქნება. მაუსის მოძრაობა, „ჩამოსქროლვაც“ კი მონაცემია და აგენერირებს სარეკლამო, მარკეტინგულ მექანიზმებს. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? ჩვენ ვართ ამ მონაცემების მწარმოებლები და ჩვენ ამაში თანხას არავინ გვიხდის“, – განაცხადა ლევან ბოძაშვილმა „ბიზნესპარტნიორში“.

მისი თქმით, მაგალითად, ევროკავშირი აპირებს Google-ის დაბეგვრას. ამერიკული კორპორაციის წინააღმდეგ 5 მილიარდიანი სარჩელი უკვე შევიდა სასამართლოში და საქართველოს ამ გზით უნდა წავიდეს ამ ტიპის კომპანიებთან ურთიერთობაში.

„მეც ვაპირებ Google-ის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას. არასოდეს მიმიმართავს სასამართლოსთვის, მაგრამ ახლა ვგეგმავ, რადგან სასამართლოს მეშვეობით სახელმწიფო დავალდებულდეს დაიწყოს საგადასახადო რეგულაციებზე მუშაობა. ამ მონაცემებს აქვს პერსონალურ  მონაცემთა დაცვის ასპექტი და ის უნდა იყოს დაცული. როგორც ევროკავშირი მუშაობს ტექნოლოგიური სუვერენიტეტის იმპლემენტაციისთვის,  ჩვენც ასევე გვჭირდება ტექნოლოგიური სუვერენიტეტის იმპლემენტაცია”, – აცხადებს ბოძაშვილი.

მისი თქმით, საბოლოოდ მიზანი არის ერთიანი ციფრული ბაზრის შექმნა, რომელიც არის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული და ეს არის წინაპირობა საქართველოს ინტეგრაციისა ევროპის ციფრულ ბაზაში.

თბილისი
ვაკის გამგეობა - უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს
უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. გამგეობის წარმომადგენლები, საქალაქო სამსახურებთან და კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად, მონიტორინგსა და ადგილზე შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ.
 
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს შიდა ქუჩების თოვლისგან დასუფთავება, საერთო ჯამში, რეაგირება განხორციელდა რამდენიმე ათეულ ქუჩაზე, სადაც მოსახლეობის გადაადგილება განსაკუთრებით პრობლემური იყო.
 
ამ დროისთვის, 50-მდე ქუჩაზე გზა გასუფთავებულია, ხოლო 20-ზე მეტ მისამართზე სამუშაოები დაგეგმილია
.
ასევე, აქტიურად მიმდინარეობს დაზიანებული, საფრთხის შემცველი ხეების სხვლა, დამუშავება და გატანა. მერიის ცხელი ხაზის და საგანგებო სამსახურის, 112-ის საშულებით, დაახლოებით, 200-ზე მეტი შეტყობინება შემოვიდა.
 
მოსახლეობას შევახსენებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე, ნომერზე 032 2 72 22 22.
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის