USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Tbilisi
ლევან ბოძაშვილი -აშშ-ის სენატი, ჯერ კიდევ 2013 წელს იყო ინფორმირებული კორონავირუსის საფრთხის შესახებ
Date:  2784

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე ლევან ბოძაშვილი საკუთარ ფეისბუკ-გვერდზე ავრცელებს ინფორმაციას, რომ კორონავირუსის მსგავსი ვირუსის გავრცელების საშიშროების შესახებ, აშშ-ის სენატს ჯერ კიდევ 2013 წლის 12 მარტს წარუდგინეს მოხსენება. ხოლო ტრამპს ანალოგიური მოხსენება 2017 წლის მაისში წარედგინა.

"2013 წლის 12 მარტს, აშშ ეროვნული დაზვერვის დირექტორმა, ჯეიმს კლაპერმა, სენატის დაზვერვის კომიტეტს წარუდგინა მოხსენება, რომელშიც, მიანიშნებდა რა ზოოტოპიურად გავცელებადი ვირუსების გლობალურ საფრთხეზე, შავით-თეთრზე ეწერა:

"ადვილად გადადებადი, ახალი რესპირატორული პათოგენი, რომელიც ადვილად კლავს ან უმოძრაოს ხდის 1%-ზე მეტ მის მსხვერპლს, ყველაზე დიდი საფრთხეს წარმოადგენს და გამოიწვევს გლობალურ პანდემიას"..

მან დაამატა, რომ "ეს არ არის ჰიპოთეტური საფრთხე". ანალოგიური მოხსენება წარედგინა ტრამპს 2017 წლის მაისში, ასევე 2019 წლის მაისში, სადაც ეწერა: ""ამერიკის შეერთებული შტატები და მსოფლიო დგას გრიპის მსგავსი პანდემიის წინაშე, რომელიც მასშტაბურად შეარყევს გლობალურ წესრიგს, გამოიწვევს დიდ სიკვდილიანობას, შეამცირებს მსოფლიო ეკონომიკას მინიმუმ 5%-ით და უკიდურესად დაძაბავს საერთაშორისო წესრიგს."

 

tbilisi
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way