უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილე, ლევან ბოძაშვილი, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება, იმის თაობაზე, რომ საქართველო მზადაა უმასპინძლოს რუსეთის დელეგაციას ევროპის საბჭოს მინისტერიალზე, რომელიც მაისში, თბილისში გაიმართება.
"ვერავის პოზიციას ვერ გავიზიარებ, ვისაც ლავროვის ქვეყანაში შემოშვებაზე პოზიტიური დამოკიდებულება აქვს, თუნდაც ეს ყოფილი ან მოქმედი პრეზიდენტი იყოს"
ბოძაშვილი რამდენიმე მიზეზს ასახელებს, რის გამოც საქართველომ რუსეთის დელეგაციის მასპინძლობაზე უარი უნდა თქვას.
„ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. ერთი - რა საერთაშორისო დონის ღონისძიებაც არ უნდა ტარდებოდეს, ოკუპანტი არის ოკუპანტი და სწორედ იმ ორგანიზაციაში უნდა იცოდნენ საქართველოს შეურიგებელი პოზიცია, ვისი ღონისძიების ფარგლებშიც ტარდება ის.
მეორე - ჯერ არ ყოფილა საერთაშორისო ურთიერთობებში მაგალითი, ქვეყანას ოკუპანტი საკუთარ კანონმდებლობაზე წინ დაეყენებინა, პირიქით კი ნამდვილად ხდება.
მესამე - როდესაც შემრიგებლური პოზიცია გაქვს აგრესორის მიმართ, რომლის ვიზიტი სხვა არაფერი იქნება თუ არა რუსული პროპაგანდის განხორციელება და ხალხის კიდევ ერთხელ მოტყუების მცდელობა, ვიზიტს რასაც არაფერი კარგი არ მოჰყვება, აზრი არ აქვს, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ასეთი შემრიგებლური პოზიციის მერე კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება ჩვენი დიპლომატია პარტნიორებთან ოკუპაციაზე საუბრისას. ამიტომაც, არც საერთაშორისო სამართალზე აპელირება და არც პრესტიჟის დაკარგვაზე, არ არის საფუძვლიანი. რუსეთი ოკუპაციით სწორედაც რომ საერთაშორისო სამართლის 10 პრინციპიდან როგორც მინიმუმ 9-ს არღვევს და ეს მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ იცის“, - ამბობს ბოძაშვილი.ცნობისთვის, საქართველომ, როგორც თავმჯდომარე ქვეყანამ, მაისში ევროპის საბჭოს მინისტერიალს და ორგანიზაციის წევრი ქვეყნების დელეგაციებს უნდა უმასპინძლოს. არსებული ინფორმაციით, რუსეთის დელეგაციას სერგეი ლავროვი წარმოადგენს, რომელსაც თავის მხრივ, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი არაერთხელ აქვს დარღვეული.
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.
მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.
პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.
ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.
ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.
წყარო: https://bm.ge/