USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
ლევან ბოძაშვილი - ვერავის პოზიციას ვერ გავიზიარებ, ვისაც ლავროვის ქვეყანაში შემოშვებაზე პოზიტიური დამოკიდებულება აქვს
თარიღი:  1309

 

უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილე, ლევან ბოძაშვილი, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება, იმის თაობაზე, რომ საქართველო მზადაა უმასპინძლოს რუსეთის დელეგაციას ევროპის საბჭოს მინისტერიალზე, რომელიც მაისში, თბილისში გაიმართება.

"ვერავის პოზიციას ვერ გავიზიარებ, ვისაც ლავროვის ქვეყანაში შემოშვებაზე პოზიტიური დამოკიდებულება აქვს, თუნდაც ეს ყოფილი ან მოქმედი პრეზიდენტი იყოს"

ბოძაშვილი რამდენიმე მიზეზს ასახელებს, რის გამოც საქართველომ რუსეთის დელეგაციის მასპინძლობაზე უარი უნდა თქვას.

„ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. ერთი - რა საერთაშორისო დონის ღონისძიებაც არ უნდა ტარდებოდეს, ოკუპანტი არის ოკუპანტი და სწორედ იმ ორგანიზაციაში უნდა იცოდნენ საქართველოს შეურიგებელი პოზიცია, ვისი ღონისძიების ფარგლებშიც ტარდება ის.

მეორე - ჯერ არ ყოფილა საერთაშორისო ურთიერთობებში მაგალითი, ქვეყანას ოკუპანტი საკუთარ კანონმდებლობაზე წინ დაეყენებინა, პირიქით კი ნამდვილად ხდება.

მესამე - როდესაც შემრიგებლური პოზიცია გაქვს აგრესორის მიმართ, რომლის ვიზიტი სხვა არაფერი იქნება თუ არა რუსული პროპაგანდის განხორციელება და ხალხის კიდევ ერთხელ მოტყუების მცდელობა, ვიზიტს რასაც არაფერი კარგი არ მოჰყვება, აზრი არ აქვს, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ასეთი შემრიგებლური პოზიციის მერე კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება ჩვენი დიპლომატია პარტნიორებთან ოკუპაციაზე საუბრისას. ამიტომაც, არც საერთაშორისო სამართალზე აპელირება და არც პრესტიჟის დაკარგვაზე, არ არის საფუძვლიანი. რუსეთი ოკუპაციით სწორედაც რომ საერთაშორისო სამართლის 10 პრინციპიდან როგორც მინიმუმ 9-ს არღვევს და ეს მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ იცის“, - ამბობს ბოძაშვილი.ცნობისთვის, საქართველომ, როგორც თავმჯდომარე ქვეყანამ, მაისში ევროპის საბჭოს მინისტერიალს და ორგანიზაციის წევრი ქვეყნების დელეგაციებს უნდა უმასპინძლოს. არსებული ინფორმაციით, რუსეთის დელეგაციას სერგეი ლავროვი წარმოადგენს, რომელსაც თავის მხრივ, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი არაერთხელ აქვს დარღვეული.

 

საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის