USD 2.6818
EUR 3.1404
RUB 3.6573
თბილისი
ლევან ბოძაშვილი - ველი, რომ ირაკლი ღარიბაშვილის გაპრემიერების შემდეგ სამთავრობო გუნდის დიდი ნაწილი შეიცვლება
თარიღი:  790

პოლიტოლოგი ლევან ბოძაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილის მეორედ გაპრემიერებას ეხმაურება და აცხადებს: "მოველი, რომ სამთავრობო გუნდის საკმაოდ დიდი ნაწილი შეიცვლება და ეს კარგია, რადგან მოსახლეობაში დიდია ანტისტაგნაციური მოთხოვნები და ამ გამოწვევის დაძლევას სჭირდება ახალი მიდგომები".

მისი თქმით, ობიექტურად რომ შეფასდეს, ირაკლი ღარიბაშვილის დროს ჩაეყარა საფუძველი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების საბჭოს, სწორედ მაშინ ბევრად უფრო მეტი გაკეთდა, ვიდრე რომელიმე „ქართული ოცნების“ სხვა პრემიერის დროს ამ კუთხით.

ბოძაშვილის თქმით, მის დროს მოხდა ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება და მისი ფორმალური ინიციატივით ჩაიწერა კონსტიტუციაში ქორწინების, როგორც მხოლოდ ქალისა და მამაკაცის კავშირის ფორმულირება.

„სამივე საკითხი, გარდა საარჩევნო და სასამართლო თემატიკებისა, მნიშვნელოვანია და გარკვეულ გამოწვევებს მოიცავს. პირველი შემთხვევაში მისაღები და განსასაზღვრია ქვეყნის საერთო ეროვნული ხედვა, რათა ქვეყანა ტექნოლოგიური ჩამორჩენილობიდან სწრაფად ამოვიდეს. შესაქმნელია ცალკე სპეციალიზირებული უპორტფელო სამინისტრო, რომელიც ამ სტრატეგიებს განახორციელებს. ეს იმდენად მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ყველაფერს მოიცავს, დაწყებული ეკონომიკური განვითარებიდან, დასრულებული ტექნოლოგიური სუვერენიტეტით. ამ კუთხოთ თითქმის არაფერია გაკეთებული.

მეორე შემთხვევაში ასოცირების განხორციელება ვერ პასუხობს სათანადო მოთხოვნებს და სრული გადახალისებაა საჭირო საკადრო და მიდგომითი თვალსაზრისით და მესამე შემთხვევაში გამოწვევა იქნება ჯო ბაიდენის 4 თებერვლის მემორანდუმი სექსუალურ უმცირესობათა უფლებების განსაკუთრებული დაცვის კუთხით და ამ მემორანდუმის პარტნიორ ქვეყნებში განხორციელების უზრუნველყოფა, რომლის დარღვევის გამო მემორანდუმის მიხედვით ამერიკის ადმინისტრაცია ვალდებული იქნება დააწესოს სანქციები, შეწყვიტოს დაფინანსება და შეამციროს სხვა პარტნიორული გეგმები. ამიტომ, ეს შეიძლება დიდ გამოწვევად იქცეს მისთვის. იგივე ეხება სასამართლო და მთლიანად მართლმასჯულების სისტემის რეალურ რეფორმირებას, რაც ასევე ხაზგასმით მნიშვნელოვანია პარტნიორი ამერიკისთვის, როგორც დემოკრატიის რეალური საზომი.

მოველი, რომ სამთავრობო გუნდის საკმაოდ დიდი ნაწილი შეიცვლება და ეს კარგია, რადგან მოსახლეობაში დიდია ანტისტაგნაციური მოთხოვნები და ამ გამოწვევის დაძლევას სჭირდება ახალი მიდგომები“, - განაცხადა ლევან ბოძაშვილმა.

თბილისი
თელასი - თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 14 მაისს?

ქსელში გადართვების გამო 14 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ხაზინის, იყალთოს, ზურაბ ქაფიანიძის, პანკისის, ზაურ ბოლქვაძის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, ალმასიანის, მერაბ ალექსიძის, ვიქტორ დოლიძის, ბერბუკის, მერაბ კოსტავას, გურამ ბზვანელის და პავლე ასლანიდის ქუჩების ოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო

სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის