USD 2.6818
EUR 3.1404
RUB 3.6573
Тбилиси
ლევან ბოძაშვილი - თუ დანიელსონის მეორე მედიაციაც უშედეგოდ დასრულდა, ასოცირების პროცესს პრობლემა შეექმნება
дата:  617

ლევან ბოძაშვილი - მაქვს ინფორმაცია, რომ ბრიუსელში ასოცირების დღის წესრიგის შეჩერებაზე დაიწყეს საუბარი - თუ დანიელსონის მეორე მედიაციაც უშედეგოდ დასრულდა, ასოცირების პროცესს პრობლემა შეექმნება

თუ დანიელსონის მეორე მედიაციაც უშედეგოდ დასრულდა, თუ ოპოზიციამ განაგრძო რადიკალური დღის წესრიგის მიყოლა, ხოლო მმართველმა ძალამ არ გადადგა შემხვედრი ნაბიჯები, ასოცირების დღის წესრიგს რეალურად პრობლემა შეექმნება, - აცხადებს უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე ლევან ბოძაშვილი.

ბოძაშვილის თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ მიშელის ვიზიტის შემდეგ ბრიუსელში საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგის შეჩერებაზეც დაიწყეს საუბარი.

„დღის წესრიგი მუშავდება და დგება ბრიუსელში, ევროკომისიაში და მისი განხორციელების ფინანსურ მხარდაჭერას ახორციელებს ევროკომისია. შესაბამისად, დღის წესრიგის განხორციელების დაყოვნება პრაქტიკული თვალსაზრისით ასოცირების შეთანხმების შეჩერებაა. ეს ბუნებრივია, იქნება უაღრესად მძიმე დარტყმა ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისთვის. ამიტომაც, გარდა სხვა ეროვნული პრობლემებისა, პოლიტიკურმა ძალებმა ყველა ღონე უნდა იხმარონ, რომ მედიაცია წარმატებით დასრულდეს. წარმატებაში კი იგულისხმება შემდეგი: ოპოზიციურმა პარტიებმა უარი უნდა თქვან რადიკალურ მოთხოვნებზე, პრინციპზე - ან ყველაფერი ან არაფერი და მედიაციის შედეგად მიღებული სამოქმედო გეგმის საფუძველზე შევიდნენ პარლამენტში. მედიაციისას, მათ ფოკუსირება უნდა ამოხდინონ 2 მთავარ საკითხზე - იუსტიციის საბჭოს რეფორმირება და რეალური საარჩევნო რეფორმა. მხოლოდ ამ ორ საკითხში მათ ექნებათ ევროპისა და ამერიკის სრული მხარდაჭერა. დანარჩენი საკითხები, როგორიც არის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა, სრულიად საფუძველს მოკლებულია და ამ საკითხზე გაჯიუტება შედეგს ვერ მოიტანს და ეს იქნება ხელოვნურად ასოცირების დღის წესრიგის ჩაგდების პროვოცირება და შესაბამისად, რუსული დღის წესრიგის გატარება.

ამავე დროს, მმართველმა პარტიამ, რეალურად უნდა დაიწყოს მართლმსაჯულების სისტემისა და საარჩევნო რეფორმა და მოახდინოს იუსტიციის საბჭოში წარმოდგენილ ძალთა დეცენტრალიზაცია/გადანაწილება. ამ საკითხზე კომპრომისი არ იქნება არც ამერიკის და არც ევროპის მხრიდან. ეს საკითხი არის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი საკითხი, რომლის მოუგვარებლობა აფერხებს ყველაფერს ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ ყველა პარტიამ უნდა მოახდინოს საკუთარ ინდივიდუალურ დღის წესრიგიდან დისტანცირება ამ საკითხის მოგვარებისათვის“,- განაცხადა ბოძაშვილმა.

Тбилиси
თელასი - თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 14 მაისს?

ქსელში გადართვების გამო 14 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ხაზინის, იყალთოს, ზურაბ ქაფიანიძის, პანკისის, ზაურ ბოლქვაძის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, ალმასიანის, მერაბ ალექსიძის, ვიქტორ დოლიძის, ბერბუკის, მერაბ კოსტავას, გურამ ბზვანელის და პავლე ასლანიდის ქუჩების ოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო

სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати