USD 2.7062
EUR 3.1173
RUB 3.4250
თბილისი
ლევან ბოძაშვილი - თუ ახლავე არ მივიღეთ უმკაცრესი ზომები, ხვალ მათ მიღებას აზრი აღარ ექნება
თარიღი:  5147

ევროკავშირის ბლოკჩეინისა და ხელოვნური ინტელექტის პროგრამის მკვლევარი ლევან ბოძაშვილი თავის ფეისბუკ გვერდზე განცხადებას აკეთებს და მოუწოდებს ხელისუფლებას დაუყონებლივ იმოქმედოს.

"სიტუაცია ძალიან რთული და საშიშია. არაადეკვატური აღქმა და თვით იმედოვნება რომ გრიპივით გადაივლის მტერია, პანიკა - ანალოგიური მტერია.

ოქსფორდში სწრაფი ტესტი შექმნეს. ტრამპმა ტესლას, ფორდს და ჯენერალ მოტორსს მასიური ვენტილატორების სწრაფი წარმოება სთხოვა. ეს ნიშნავს, რომ ინფიცირებულთა მასიურ ზრდას ელიან. სტადიონებზე, დიდ ცენტრებში, ფართო ადგილებში ეწყობა სტაციონალური ცენტრები დაავადებულთა მისაღებად.

რაოდენობის ზრდა იწვევს დაავადებულთა ექსპონენციურ მატებას, რომლის კონტროლი იქნება შეუძლებელი თუ ახლავე არ მივიღეთ ზომები.

რა არის გასაკეთებელი :

ტესტების მასიური შემოტანა და ყველას, ვიმეორებ, ყველას ტესტირება ვისაც სახლიდან გასვლა უნდა - ყოველდღიურად. ეს უნდა მოხდეს კომენდანტის საათის პირობებში და იმდღევანდელი ტესტის შედეგები უნდა იყოს გადაადგილების უფლება. სხვა შემთხვევაში, ტესტის ნეგატიური პასუხის გარეშე ნებისმიერი გადაადგილება უნდა იყოს დასჯადი. ეტაპობრივად ასეთი მიდგომა საერთოდ გააქრობს და კონტროლირებადს გახდის ვირუსის გავრცელების რისკებს. ტესტირებული ადამიანების გადაადგილება არ იქნება პრობლემა. ცხოვრება მეტნაკლებად დაუბრუნდება გარკვეულ რიტმს.

უსწრაფესად უნდა მოხდეს დადგენილი რისკის ზონის (ების) სრული იზოლირება/ჩაკეტვა - მარნეული აუცილებლად. დღესვე!!! სათითაოდ 90-100 კაცის დევნა ბევრს არაფერს მოგვცემს და ამ პატარა ქვეყანაში 100 დაავადებული და არაიზოლირებული კაცი ექპონენციურად = 300-400 მომენტალურად. ეს ნიშნავს ნახევარ ქვეყანას 2 კვირაში და სრულ კატასტროფას სისტემურ დონეზე.

ოქსფორდის ტესტი კარგია იმითაც რომ პაციენტს ადრეულ ეტაპზე უდგინდება ვირუსი. ტესტებს აყენებენ ყველა შესაძლო სოფელსა თუ რაიონში.

ამისათვის უნდა გამოიყოს დიდი თანხები - მთავრობის ფონდი, ბიუჯეტი, ბიზნესი, ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა. ბიზნესი რომელიც მნიშვნელოვან მონაწილეობას მიიღებს უნდა სრულად გათავისუფლდეს გადასახადებიდან 2-3 წლის ან მეტის განმავლობაში.

პრობლემა არის არა მხოლოდ თავად ვირუსი, არამედ მისი გავრცელების დიდი სისწრაფე და მასიურობა - ეს არის ყველაზე დიდი საფრთხე!! თუ ახლავე არ მივიღეთ უმკაცრესი ზომები, ხვალ მათ მიღებას აზრი აღარ ექნება!!!"

მსოფლიო
დონალდ ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის „სამშვიდობო გეგმას“ მხარი დაუჭირა

დონალდ ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის „სამშვიდობო გეგმას“ მხარი დაუჭირა, - ინფორმაციას NBC News-ი აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მხარი დაუჭირა რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულების მიზნით შემუშავებულ 28-პუნქტიან „სამშვიდობო გეგმას“, რომელზეც ამერიკელი მაღალჩინოსნები რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, კირილ დმიტრიევთან და უკრაინელ ოფიციალურ პირებთან ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ფარულად მუშაობდნენ.

როგორც გამოცემა წერს, აშშ-ის მხრიდან გეგმაზე პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და დონალდ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი მუშაობდნენ.

„გეგმა მდგრადი მშვიდობის მიღწევის მიზნით ორივე მხარისთვის უსაფრთხოების გარანტიებს ითვალისწინებს. გეგმა იმას შეიცავს, რაც უკრაინას სურს და მდგრადი მშვიდობისთვის სჭირდება“, - განუცხადა გამოცემას ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.

ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა გამოცემასთან გეგმის დეტალებზე არ ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროცესში ჩართულ მხარეებთან გეგმასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ჯერ კიდევ აუცილებელია.

ამასთან, გამოცემის ინფორმაციით, გეგმის ჩარჩო უკრაინულ მხარეს უნდა წარუდგინონ და პროექტის შესახებ საბოლოო შეთანხმების ვადა უკრაინაში პენტაგონის დელეგაციის ვიზიტს ემთხვევა.

გამოცემის წყაროს თქმით, უკრაინაში პენტაგონის დელეგაციის ვიზიტი „სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლების“ მიზნით თეთრი სახლის გეგმის ნაწილია.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის