USD 2.6760
EUR 2.8713
RUB 2.9096
Тбилиси
ლევან ბოძაშვილი - შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი არის ხელისუფლების ჰორიზონტალური გადანაწილება
дата:  1130

საარჩევნო სისტემის ცვლილებეთან დაკავშირებით, ხელისუფლების და ოპოზიციის კონსულტაციები დიდი ალბათობით ჩიხშია შესული და არც ჩანს პერსპექტივა, რომ ისინი რაიმე საერთო გადაწყვეტილებამდე არიან მიმსვლელები. 

შეკითხვაზე: -  თქვენი აზრით რა არის გამოსავალი ასეთ სიტუაციაში, არსებობს კი რეალურად საშუალება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის რაიმე კომპრომისული შეთავაზება წარმოიშვას? - პასუხობს უშიშროების საბჭოს მდივანის ყოფილ მოადგილე, კონსტიტუციონალისტი, ლევან ბოძაშვილი.

დიახ არსებობს და მოგახსენებთ. ერთ-ერთი, თუ ერთადერთი არა, გამოსავალი არის ხელისუფლების ჰორიზონტალური გადანაწილება შემდეგნაირად - ხელისუფლების 3 შტო გვაქვს, საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო. ამ სამიდან ამჯერად 3-ვე არის „ქართული ოცნების“ მიერ მართული. ანუ რეალურად შეკავების და გაწონასწროების მექანიზმი არის ილუზია და არ ფუნქციონირებს, ანუ ქვეყანაში დემოკრატია სისტემურად ვერ იქნება.

რატომ? იმიტომ, რომ ამ მექანიზმს სჭირდება პოლიტიკური ბალანსი - პოლიტიკურ ძალებს შორის შტოების განაწილება. მხოლოდ ასე იქნება ეს მექანიზმი ეფექტიანი და დემოკრატია ამოქმედდება. ეს კი მიიღწევა მხოლოდ შემდეგნაირად - ქვედა პალატა უნდა იყოს სრულად პროპორციული, ზედა პალატა - სრულად მაჟორიტარული. მთავრობას აკომპლექტებს ქვედა პალატა, ხოლო ზედა პალატის 50 კაციანი მაჟორიტარული კრებული გადახალისდება ყოველ 2 წელიწადში ერთხელ 1/3-ით.

პალატებს შორისი ერთობლივი კომპეტენციები ბუნებრივია განისაზღვრება ისე, რომ ურთიერთკონტროლის მექანიზმი ჩაიდოს. მაგალითად ბიუჯეტის დამტკიცება, საკონსტიტუციო ცვლილებები, ან უნდობლობის ვოტუმი და იმპიჩმენტები. მთავარი, რასაც ეს სისტემა მოიტანს არის ხელისუფლების ისე გადანაწილება, რომ არც ერთ პოლიტიკურ ძალას, მიღებული ხმების მიუხედავად, არ ექნება ურთიერთდევნის და პოლიტიკიდან გამოდევნის სისტემური მექანიზმი.

ამ ვარიანტით ხელისუფლება ნაწილდება 3 -დან ერთნახევარი ერთნახევარზე, ესეც იმ შემთხვევაში თუ „ოცნება“ ვერ მოიპოვებს უმრავლესობას და მოუწევს კოალიცია რომელიმე ძალასთან.

„ოცნებისთვის“ საშიშროება მდგომარეობს არა იმაში, რომ ის ვერ გავა პირველ ადგილზე, არამედ იმაში, რომ პირველ ადგილზე გასვლის შემთხვევაშიც კი, სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა მოახერხონ კოალიციის შექმნა და გაერთიანდნენ უმრავლესობად და დააკომპლექტონ მთავრობა.

მე კი ვფიქრობ, რომ ეროვნული თანხმობისა და სისტემური მდგრადობისათვის, პოლიტიკურ ძალთა დაცულობისა და მოსახლეობის აზრის გათვალისწინების ფანჯრის გასაჩენად, ეს მოდელი ყველას უნდა აწყობდეს, მათ შორის „ქართულ ოცნებასაც,“ მაშინაც კი, თუ ოპოზიცია დააკომპლექტებს მთავრობას.

ვფიქრობ, ამაზე ხელისუფლება არ დათანხმდება, ეს კი აუცილებლად გამოიწვევს ძალაუფლების სრულად დაკარგვას, რადგან ყველა საგარეო პარტნიორი სწორედ გადანაწილების გზით გვირჩევს ხელისუფლების კონსოლიდაციას, სტაბილურობის მიღწევას, მოდელს შიგნით უკეთესის გამოვლენის გზის გაჩენას და სხვა ყველა ვარიანტი არის ან ყველაფერი ან არაფერი.

პრინციპი „ან ყველაფერი, ან არაფერი“ და „გამარჯვებულს ყველაფერი მიაქვს“ ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს ახლა, 2020-ში, და უნდა დასრულდეს ყველასთვის.

спорт
ევროპის ძიუდოს კავშირმა 2023 წლის საუკეთესო მამაკაც ძიუდოისტად ტატო გრიგალაშვილი დაასახელა
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 2023 წლის საუკეთესო მამაკაც ძიუდოისტად ევროპის ძიუდოს კავშირმა ტატო გრიგალაშვილი დაასახელა. ჯილდო ქართველ სპორტსმენს ევროპის ძიუდოს კავშირის პრეზიდენტმა ლასლო ტოთიმ გადასცა.
აღსანიშნავია, რომ წლის საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაცი ძიუდოისტი შალვა გურეშიძე, წლის საუკეთესო გუნდი კი საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები გახდა.
ტატო გრიგალაშვილი საუკეთესო ძიუდოისტად ზედიზედ მეორედ დასახელდა. ის 2023 წელს მსოფლიოს ჩემპიონი და ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა. ხოლო შალვა გურეშიძემ ახალგაზრდებს შორის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ასევე საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მიიღო, ხოლო ევროპული თამაშების ჩემპიონი გახდა.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати