USD 2.6162
EUR 3.0233
RUB 3.1105
თბილისი
ლევან ბოძაშვილი - მზად გვაქვს ბლოკჩეინ ტექნოლოგია, რომელიც უზრუნველყოფს ონლაინ ხმის მიცემას პარლამენტშიც, არჩევნებზეც და სამთავრობო სერვისებშიც
თარიღი:  4481

Wiv Global-ის პარტნიორის და წარმომადგენელის საქართველოში, ევროკავშირის ბლოკჩეინისა და ხელოვნური ინტელექტის პროგრამის მკვლევარის ლევან ბოძაშვილის განცხადებით, მის გუნდს მზად აქვს ბლოკჩეინ ტექნოლოგია, რომელიც უზრუნველყოფს ონლაინ ხმის მიცემას პარლამენტშიც, არჩევნებზეც და სამთავრობო სერვისებშიც.

WiV Technologies-ს ინოვაციის პროგრამისა და გლობალური ერნსტ&იანგ-ის ბლოკჩეინ პლატფორმის ფარგლებში მზადაა შესაბამისი და სრულად დაცული ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას იძლევა ხმის მიცემის პროცედურები განხორციელდეს ონლაინ, საკუთარი კომპიუტერისა და თუ სატელფონო აპლიკაციის მეშვეობით. იმ შემთხვევაშიც კი, თუ არჩევნების პერიოდში ეპიდემიური კრიზისი შენარჩუნდა, ტექნოლოგია მოგვცემს საშუალებას არჩევნები სახლიდან გაუსვლელად ჩავატაროთ.

განსხვავებით სხვა ონლაინ ტექნოლოგიებისგან, ბლოკჩეინზე დამყარებული ტექნოლოგიური გადაწყვეტები სრულად დაცულია რაიმე სახის გაყალბებისგან.

აღსანიშნავია, რომ ტექნოლოგია საკმაოდ იაფია და ამავე დროს პრევენციას უკეთებს ამ პერიოდისთვის არსებულ თავშეყრით რისკებს, რომ არაფერი ვთქვათ არჩევნებისათვის დასახარჯ ათეულ მილიონობით ლარის დაზოგვაზე.

მნიშვნელოვანია, რომ ამ პროგრამულ გადაწყვეტას მიღებული აქვს ევროკავშირის ჰორიზონ ინოვაციების 2020 პროგრამის აღმატების ჯილდო და ის უკვე დანერგილია გლობალურად.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის