USD 2.6191
EUR 3.0214
RUB 3.1846
თბილისი
ლევან ბერძენიშვილი: ყველა, ვინც მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“ ახლა, არის სამარცხვინო და ავადმყოფი ნაწილი ჩვენი ნაციის
თარიღი:  821

ყველა, ვინც მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“, ახლა არის სამარცხვინო ნაწილი ჩვენი ნაციის, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა, ლევან ბერძენიშვილმა „მთავარ არხთან“ განაცხადა.

მისი თქმით, არ არის დარწმუნებული, რომ სწრაფად გადაწყდება ყველაფერი და ფიქრობს, რომ პარლამენტი შედგება.

„არ ვარ დარწმუნებული, რომ სწრაფად გადაწყდება ყველაფერი, ამავე დროს არ მგონია, რომ ჩვენ მოგვიხერხდება პარლამენტის ჩაშლა. ვფიქრობ, პარლამენტი შედგება და სამარცხვინო 90 კაცი, მათი მხარდამჭერები, ქართველი ხალხის სირცხვილია. ყველა, ვინც მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“, ახლა არის სამარცხვინო ნაწილი ჩვენი ნაციის, ავადმყოფი ნაწილი ჩვენი ნაციისა. იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილმა რაც ჩაიდინა და რასაც ბოდავს ახლა მისი მთავარი ექსპერტი და პიარსპეციალისტი, ირაკლი კობახიძე, ვისაც ეს მოსწონს, ეს ხალხი ჯანსაღი არ არის. ამიტომ აქ მარტო ხელისუფლებაზე არაა ლაპარაკი, ლაპარაკია ჩვენს თანამოქალაქეებზე, რომლებიც თავს იავადმყოფებენ“, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის