USD 2.6162
EUR 3.0233
RUB 3.1105
Тбилиси
ლექსო ლაშქარავას ხვალ დაკრძალავენ
дата:  1099

ტელეკომპანია „პირველის" ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას ხვალ ჯიქიას სასაფლაოზე, მამის გვერდით დაკრძალავენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა განუცხადეს.

გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ცხედარი ექსპერტიზის ბიუროდან გუშინ საკუთარ სახლში გადაასვენეს.

ოჯახის წევრები და ახლობლები ვარაუდობენ, რომ ლექსო ლაშქარავა შესაძლოა, 5 ივლისს „თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგო აქციაზე მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაცვლილიყო, როდესაც მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати