USD 2.6071
EUR 2.9911
RUB 3.0972
Тбилиси
ლექსო ჩარკვიანი ლეჩხუმში საკურას ხეივანს აშენებს და მსოფლიო რეკორდის დამყარება სურს
дата:  2868

ლეჩხუმში, ჯონოულის ხეობაში მალე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი საკურას ხეივანი იყვავილებს. 5 კმ-იანი ორმხრივი ხეივნის გაშენების იდეა ლექსო ჩარკვიანს ჯერ კიდევ 3 წლის წინ გაუჩნდა, როდესაც ლეჩხუმში ტურისტების მოზიდვის შესაძლო გზებზე ფიქრობდა.

დღემდე ლექსოს არაერთი რამ უცდია ლეჩხუმში ტურისტების მოსაზიდად, თუმცა ახლა ისეთი იდეის განხორციელება სურდა, რასაც მუდმივი და მასობრივი სახე ექნებოდა. სწორედ ასე დაიბადა საკურას ხეივნის იდეაც - ჯონოულის ხეობის გავლით გზა მწვანე ტბამდე მიდის, რომელსაც ბევრი ტურისტი სტუმრობს, სწორედ ამ გზაზე განთავსდება საკურას ხეივანი და საინტერესო სანახაობას შექმნის.

როგორც ლექსო გვიყვება, თავდაპირველად საკურა ეზოში გაამრავლა, რათა იდეის განსახორციელებლად საკმარისი კვირტები ჰქონოდა. წელს კი საქმიანობას აქტიურად შეუდგა. მართალია, ნერგები თავად გამოჰყავს, თუმცა დიდი ხეივნის გაშენებისთვის დამატებითი რესურსები იყო საჭირო, კერძოდ კი მწარე ბლის საძირეები, რომელზეც საკურას კვირტები უნდა დაიტანოს. რამდენიმე თვის წინ ლექსომ საზოგადოებას ამ იდეის განხორციელებისთვის მხარდაჭერა სთხოვა და პასუხმაც არ დააყოვნა.

"მწარე ბლის ხეების საძირეებია საჭიროამიტომ Facebook-ზე დავწერერომ არ მქონდა იმდენი რესურსირომ 5 კმ-იანი ხეივანი გამეშენებინაპატარა მონახაზი გავაკეთე და ხალხი მთელი საქართველოს მასშტაბით შეგროვდადავაანონსერომ პროცესს 3 აპრილს დავიწყებდიადამიანები სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოდიოდნენ - ჩუმლაყიხაშმიბორჯომიბაღდადიხულო და სხვა ყველა თავიანთი ხეებითგანა ჩვენ გვიჭირდა ლეჩხუმშიმაგრამ მე მინდოდა, რომ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ახალგაზრდებს მიეღოთ მონაწილეობა ამ პროცესში და ასეც მოხდა", - აღნიშნავს ლექსო ჩარკვიანი.

თავდაპირველად მწარე ბლის ხეების დათესვა 500 მეტრზე იგეგმებოდა, თუმცა ხალხის ნაკადისა და ენთუზიაზმის გათვალისწინებით საბოლოოდ საძირეები 1500 მეტრზე განთავსდა. აგვისტოში მათზე კვირტს დაიტანენ, საძირეების დათესვის პროცესი კი შემოდგომაზე გაგრძელდება და სავარაუდოდ შემოდგომაზევე დასრულდება.

როგორც ლექსო გვიყვება, ლეჩხუმში დიდიდან დაწყებული პატარით დამთავრებული, ყველა ჩართული იყო ამ პროცესში. მათ შორის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, რომლებიც ტექნიკითა და ყველა შესაძლო რესურსით დაეხმარნენ მას.

"ერთი ტრაქტორით დავიწყეთ, მწვანე ტბის კომპლექსის მეპატრონე კახა გასვიანი დამეხმარა ამაში, თავისი ტექნიკით. მერე მეორე ტექნიკაც მოვიდა, მესამე კი მერიამ მოიყვანა, რადგან ვერ ასწრებდნენ უკვე ტრაქტორები მუშაობას, იმდენი ხალხი მოდიოდა. შემოდგომაზეც ძალიან ბევრმა ადამიანმა გამოთქვა მონაწილეობის სურვილი, ალბათ, ერთ თარიღს ვიტყვით და ვმობილიზდებით. მანამდე, თვითონ ადგილობრივებიც შევთანხმდით, რომ ერთობლივად მივხედავთ", - აღნიშნავს ლექსო.

ლექსო ჩარკვიანი და "დაკარგული სამოთხე"

ლექსო პროფესიით ინჟინერია, საინტერესო წარსული გამოცდილებით ტურიზმის ინდუსტრიასა და მედიაში, სადაც გაზეთისა და რადიოსთვის ჟურნალისტურ მასალებს ქმნიდა. მართალია, იგი დღეს საჯარო რეესტრის სამსახურში მუშაობს, თუმცა არც წარსულ გამოცდილებას ივიწყებს და იმ ცოდნასა თუ გამოცდილებას ლეჩხუმის ულამაზესი დასახლებების გასაძლიერებლად იყენებს.

უკვე 7 წელია, რაც ლექსო სამსახურის პარალელურად ლეჩხუმსა და მიმდებარე ტერიტორიებზე სოფელ-სოფელ დადის, მიტოვებულ სახლებს ეძებს და იქაური კერები გაათბოს ცდილობს. ამ საქმისთვის იგი Facebook პლატფორმას იყენებს, "დაკარგული სამოთხე" - ასე ჰქვია მის გვერდს სოციალურ ქსელში, სადაც საკმაოდ საინტერესო და სასარგებლო კონტენტს ქმნის. როგორც თავად გვიყვება, ამ საქმეს ხელი მას შემდეგ მოჰკიდა, როდესაც ლეჩხუმის სოფლებში ბეღლის ძიებისას მის თვალწინ მიტოვებული სახლი დაინგრა.

 

"დავიწყე სოფელ-სოფელ სიარული და მიტოვებული სახლების ძებნა, შემდეგ მეპატრონეებს ვუკავშირდებოდი, ვეკითხებოდი, რას უპირებდნენ ამ სახლს, ზოგს ვურჩევდი, მოდი, კემპინგად გადააკეთე-მეთქი, მხოლოდ ორმა დამიჯერა. ვიღებდი ვიდეოლაივებს სახლების შესახებ, ვიდეოზე მეპატრონის ტელეფონის ნომერს ვაწერდი, ლაივის მაყურებელი ინტერესდებოდა, მოდიოდა და

ყიდულობდა. მთელი ეს პროცესი ყოველგვარი ფინანსური ინტერესის გარეშე მიმდინარეობდა. 98 კარ-მიდამო გათბა 7 წლის განმავლობაში, თუმცა სხვებსაც მიეცათ მოტივაცია, რომლებმაც თავად მოძებნეს სახლები და დღეს დაახლოებით 127 ასეთი კარ-მიდამოა", - აღნიშნავს იგი.

 

სამწუხაროდ, უკვე მე-8 წელია, რაც ლექსო მეწყრული პროცესების გამო ლეჩხუმში მდებარე საკუთარ სახლში ვერ ახერხებს შესვლას. როგორც თავად გვიყვება, 2-სართულიანი სახლის პირველი სართული საკუთარი ხელებით გამოიღო გამოსაშრობად, თუმცა ამანაც არ უშველა. წლევანდელმა 7 თებერვლის სტიქიამ კი იგი ფაქტობრივად სრულად გაანადგურა. მიმდინარე ზაფხულის მთავარი ამოცანაც საკუთარი სახლის წესრიგში მოყვანაა, შემდეგ კი აქტიურად განაგრძობს ძველ საქმიანობას.

ლექსოს თქმით, ლეჩხუმში საკმაოდ ბევრი ნიჭიერი, მშრომელი და წარმატებული ადამიანია, რომლებიც არ ჩანან და მეტი მხარდაჭერა სჭირდებათ. თავად კი მაქსიმალურად ცდილობს ამ ადამიანებს ყველა ტიპის მხარდაჭერა გაუწიოს.

"ლეჩხუმში ისეთი ადამიანები არიან და ისეთ რამეებს აკეთებენ, ჩემი საქმე ზღვაში წვეთია იმასთან. უბრალოდ, არ ჩანან სოციალურ ქსელში, არ აქტიურობენ. მე თუ სადმე გადავაწყდი რომელიმეს, ვეუბნები - მოდი, გადავიღებ ლაივს და გამოჩნდი შენი პროდუქტით, საქმიანობით. ძალიან ბევრი მაგარი ადამიანი მაგარ საქმეს აკეთებს, უბრალოდ, ეს პატარა კუთხეა და მეტი აქტივობა უნდა, რომ ტურიზმი შევიდეს და განვითარდეს", - აღნიშნავს ლექსო ჩარკვიანი.

თეკლა ადამია
мир
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати